პრემიერ ლიგის მე-2 ტურის დასკვნითი შეხვედრა "ეტიჰადზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "სიტიმ" "ევერტონს" უმასპინძლა. მასპინძლებმა ქულის გადარჩენა მატჩის ბოლოს მოახერხეს, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავის ასისტენტ რუი ფარიასთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სტადიონზე ასეევ სერ ალექს ფერგიუსონიც იმყოფებოდა.
უეინ რუნიმ შეხვედრაში ინგლისის პრემიერ ლიგაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის ინგლისელი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში ორი ასეული გოლის გატანა შეძლო.