"სუონსისთან" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელმა შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
ჰენრიხ მხითარიანი: თამაში რთული გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, რადგან ისინი ხუთი მცველით თამაშობდნენ, მაგრამ ჩვენ ის თამაში ვითამაშეთ, რაც უნდა გვეთამაშა და პირველი ნახევრის ბოლოს მაინც შევძელით ანგარიში გაგვეხსნა. მეორე ნახევარი უფრო ადვილი გამოდგა, რადგან მათი დაცვა გაიხსნა, შეიქმნა მეტი სივრცეები მოედანზე, ამიტომაც მოვახერხეთ მეორე, მესამე და მეოთხე გოლების გატანა.
პოლ პოგბა: მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო დარწმუნებული ვართ ჩვენს თავში, ვიდრე გასულ წელს. უფრო მეტად ვიცნობთ ერთმანეთს, გასული სეზონი იყო პირველი ახალ მწვრთნელთან, ასევე გუნდიც ახალი იყო, ასეთ დროს ადვილი არაა მოიგო ტიტული. ამ სეზონში უფრო დარწმუნებულები ვართ ჩვენს თავში, გუნდში ერთმანეთს უკეთესად ვუგებთ და ვფიქრობ, ამ სეზონში უფრო გაგვიადვილდება მიზნების მიღწევა.
დეილი ბლინდი: ჩვენ კვლავ მოვახერხეთ შეგვენახა კარი მშრალად, ამიტომ თავს კარგად ვგრძნობთ, როგორც დაცვის ხაზისთვის, ასევე მთლიანი გუნდისთვის კარგი დასაწყისია, როდესაც ზედიზედ ორ მატში გოლს არ უშვებ, თუმცა დაცვა შეტევით იწყება, გუნდი შეტევაში კომპაქტურად მოქმედებს და ვცდილობ, მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ. ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ეს მუხტი, ამასთან თავისით არაფერი მოდის, ამიტომ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ეს შედეგები შევინარჩუნოთ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.