ჟოზე მოურინიო "ჩელსის" სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მატიჩის დაკარგვით გუნდი არ დასუსტებულა და ისინი ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტებად რჩებიან.
"ხალხი ლაპარაკობს, რომ "ჩელსის" მატიჩის დაკარგვით პრობლემები შეექმნა, მაგრამ თუ მათ შეიძინეს ბაკაიოკო და მოახერხებენ დრინქუოთერის დამატებასაც მაშინ სად არის პრობლემა?"
"პრობლემა არის მაშინ, როდესაც შენ ფეხბურთელს უშვებ, თუმცა მის შემცვლელს ვერ ყიდულობ. როდესაც შენ მის შემცვლელს პოულობ მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენს."
"პრემიერ ლიგაში ყველა ძლიერია, გუნდები ფინანსურად დიდ შესაძლებლობებს ფლობენ. 5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, 2 გუნდი კი ევროპის ლიგაზე, ჩემპიონობისთვის 7 ძალიან ძლიერი გუნდი იბრძოლებს."
"ფავორიტი ჩემთვის "ჩელსია", ისინი ხომ ჩემპიონები არიან. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონი ყოველ სეზონში მთავარი ფავორიტია. მათ ჰყავთ კარგი გუნდი, კარგი ფეხბურთელები, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მათ არ შეუძლიათ ჩემპიონატის მოგება."