18-08-2017, 19:46
ნანახია: 4556,
კომენტარები: 8
ჩემპიონთა ლიგა: რომელ კალათაშია "იუნაიტედი"?
რომელ კალათაში იქნება "იუნაიტედი"?
ევროპის ლიგის ფინალში "აიაქსის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს უბრუნდება. ბევრს აინტერესებს თუ ვისთან ერთად მოხვდება ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელ კალათაშია ის განთავსებული და ა.შ. ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე ნათლად ამეხსნა თქვენთვის, თუ რა ხდება სინამდვილეში.
24 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას "მანჩესტერ იუნაიტედი" განთავსებული იქნება მე-2 კალათაში.
იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში სეზონს ტოპ 4-ში დაასრულებდა, ისინი განთავსებულნი იქნებოდნენ მე-3 კალათაში (გამონაკლისია ჩემპიონი, რომელიც პირველ კალათაში თავსდება), მაგრამ ევროპა ლიგის მოგებით "იუნაიტედმა" კოეფიციენტი აიმაღლა და ევროპის წამყვან გუნდებს შორის დაბრუნდა.
გთავაზობთ გუნდებსა და კალათებს, სადაც ისინი იქნებიან განლაგებულნი.
I კალათა: "რეალ მადრიდი", "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ბენფიკა", "ჩელსი", "შახტარი", "მონაკო", "სპარტაკ მოსკოვი"
II კალათა: "ბარსელონა", "ატლეტიკო მადრიდი", "პსჟ", "ბორუსია დორტმუნდი", "სიტი", "პორტო", "იუნაიტედი", "სევილია" *
III კალათა: "ნაპოლი" *, "ტოტენჰემი", "ბაზელი", "ოლიმპიაკოსი" *, "ანდერლეხტი", "ლივერპული" *, "რომა", "ბეშიქთაში"
IV კალათა: გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან + "ლაიფციგი", "სელტიკი", "ფეიენოორდი".
* გუნდებმა უნდა გაიარონ საკვალიფიკაციო ეტაპი, რომ მოვხდნენ იმ კონკრეტულ კალათებში, რომლებშიც ისინი არიან.
პირველ კალათაში ხვდებიან ჩემპიონები, ხოლო დანარჩენ კალათაში კი განთავსება კოეფიციენტების მიხედვით ხდება. როგორც ხედავთ I, II და III კალათა თითქმის დამტკიცებულია, ასე მაგალითად "ნაპოლიმ" თავისი შეხვედრა "ნიცასთან" 2:0 მოიგო და განმეორებით შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქრისების შემთხვევაში ის მესამე კალათაში განთავსდება "ლივერპულთან" ერთად, რომელიც დიდი ალბათობით უკვე გასულია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ყველაზე ძლიერი მეტოქეები, რომლებიც შესაძლოა "იუნაიტედს" შეხვდეს, მაგალითად:
"რეალ მადრიდი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნაპოლი", "ლაიფციგი" ან "ბაიერნი", "იუნაიტედი", "რომა", "ფეიენოორდი" და სხვა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 აგვისტოს გაიმართება ხოლო ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ ხვდებიან.
ავტორი: დავით სირაბიძე