"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი დროებით ინგლისის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. რუნი კაპიტნის სამკლაურს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე მოირგებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი დროებით ინგლისის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. რუნი კაპიტნის სამკლაურს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე მოირგებს.
ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა ინგლისის ფედერაციამ და ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა. საქმე იმაშია, რომ სტივენ ჯერარდი ამ ტურნირზე ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია, ხოლო მეორე კაპიტანმა ფრენკ ლამპარდმა ტრავმა მიიღო და ვერ დაეხმარება ეროვნულ გუნდს.