ტიერი ანრი სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ საუბრობს.
"მისტერ პრემიერ ლიგა - ასე ვეძახი ფერგიუსონს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით. 13 ტიტული, დაფიქრდით, ეს ხომ საოცრებაა? პრემიერ ლიგა სერ ალექსის სახელს უნდა ატარებდეს."
"შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ხომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი არ ვარ. 13 ტიტული ეს ძალზედ ბევრია და ფერგიუსონი ამას იმსახურებს."