თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2017, 12:44
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 18
პოლ პოგბა: "იუნაიტედთან" ერთად გამარჯვება მსურს"
პოლ პოგბას ინტერვიუ.
პოლ პოგბა:
Telegraph-ის ჟურნალისტი ჯეიმს დაქერი პოლ პოგბას გაესაუბრა.

"გასულ სეზონში ყველა ყურადღებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფასზე ამახვილებდა, წელს კი უკვე ყველა ჩემს ფეხბურთზე საუბრობს და ამით ყველაფერი ნათქვამია."

"როდესაც გუნდი კარგად იცი ეჩვევი მათთან ერთად თამაშს და თავს უკეთესად გრძნობ. "ვესტ ჰემთან" მატჩში ყველა ბედნიერი იყო, ყველა ერთმანეთისთვის თამაშობდა."

"სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, თუ როგორ დავასრულებთ მას. როგორც დავიწყეთ ისე უნდა გავაგრძელოთ. მატიჩი მთავარი მოთამაშე იყო, რომელუმ კი 2 გოლი გაიტანა. ეს ზუსტად ისაა რასაც ველოდებით, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩი ჩავატარეთ და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი."

"როდესაც "იუნაიტედი" დავტოვე ყოველთვის მქონდა გრძნობა, რომ მე აქ რაღაც დაუსრულებელი დამრჩა. ახლა მე ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ დავბრუნდი. მე აქ დავბრუნდი როგორც გაზრდილი ფეხბურთელი."

"ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. უკეთ ვიცი გუნდი, უკეთ ვიცი პრემიერ ლიგა."

"ხალხი ამბობს, რომ მე დიდ მატჩებში უნდა გავიტანო და ეს სიმართლეა, ეს მეც კარგად ვიცი. უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო და იმედი მაქვს ამაში იღბალიც დამეხმარება და ჩემი დარტყმული ბურთი ძელს ხშირად აღარ მოხვდება. ყოველ მატჩში მოგეცემა შესაძლებლობა, მთავარია როგორ გამოიყენებ მას. თამაშს მარტო ვერასდროს მოიგებ."

"მთავარი რა თქმა უნდა არ არის გოლების გატანა, მთავარი ტიტულის მოგებაა. შეიძლება 50 გოლი გაიტანო, მაგრამ ვერაფერი მოიგო და ამის ბევრი მაგალითია. აქ იმისთვის მოვედი, რომ ახალი გამოწვევა მიმეღო და პრემიერ ლიგა მომეგო. შენ შეგიძლია გააკეთო ბევრი საგოლე გადაცემა ან გაიტანო ბევრი გოლი, მაგრამ მთავარია თუ რას მოიგებ სეზონის ბოლოს. მთავარი ტიტულების მოგებაა და ვგრძნობთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია."


წყარო:Telegraph
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
16 აგვისტო 2017 12:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წელს ჩვენზე კარგი დაბალანსებული გუნდი არცერთ გუნდდს არ ყავს პრემიერლიგაში + მოურინიოს ფაქტორიც დაამატეთ და საკმაოდ დიდი შანსია პრემიერლიგა მოვიგოთ 80% ესე შევაფასებდი ჩვენს შანსს, ნამდვილად შეგვიძლია რა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 აგვისტო 2017 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მნიშვნელოვან თამაშებში უნდა გამოასწოროს ხარისხი პოგბამ, ამას ვითხოვთ გულშემატკივრები
0
№3
ავტორი: PaLoMo
16 აგვისტო 2017 13:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
savaldebulo araa bevri goli gagqondes mtavaria sagole pasevinaleto bevrii.nu xandaxn golsac tu gaitan mshvenieri iqnebaa sezonze 20 sagole gadacema rongaaketo idealuri iqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2017 13:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეკარე, ნახევარდაცვა და შეტევა ერთ-ერტი საუკეთესო გვყავს ალბათ, მიუხედავად იმისა რომ ვინგერები გვიჭირს. მთავარია ლუკაკუმ გოლები გაიტანოს და მომენტები არ ანიავოს თორე პასის მიმცემი საკამრისზე მეტია.

დაცვაშია პრობლემები, ერთი კაცი დაიმატოს მარცხნივ დ აპრემიერ ლიგის ფავორიტები ვიქნებით სიტისთან ერთად. ეხლაც ვართ, მაგრამ ჩემი აზრით შანსი არც ისე დიდია. ეს ჯერჯერობით. ეხლა მარტო მოუს ფაქტორის და ნახევარდაცვის კარგი თამაშის გამო მჯერა ჩემპიონობის
0
№5
ავტორი: ROI
16 აგვისტო 2017 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Midi pool dzaan magarixar
0
№6
ავტორი: sandroo
16 აგვისტო 2017 13:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: O Neil
savaldebulo araa bevri goli gagqondes mtavaria sagole pasevinaleto bevrii.nu xandaxn golsac tu gaitan mshvenieri iqnebaa sezonze 20 sagole gadacema rongaaketo idealuri iqneba

rac aman pasebia aketa west hamtan. tu ar gauniaves momentebi ocze kiara metzec ava. magari klasnia pogba da silkze sworad agnishnes komentatorebma moaswro amis yidva manchestermao tore rogor gadzvirda fasebi ukve. tan ideashi yvelaze perspeqtiuli centri superstari esari
0
№7
ავტორი: Gauchinho
16 აგვისტო 2017 13:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
მთავარი რა თქმა უნდა არ არის გოლების გატანა, მთავარი ტიტულის მოგებაა. შეიძლება 50 გოლი გაიტანო, მაგრამ ვერაფერი მოიგო და ამის ბევრი მაგალითია
მესის უკბინა wink
0
№8
ავტორი: giorgiginturi
16 აგვისტო 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: Gauchinho
მთავარი რა თქმა უნდა არ არის გოლების გატანა, მთავარი ტიტულის მოგებაა. შეიძლება 50 გოლი გაიტანო, მაგრამ ვერაფერი მოიგო და ამის ბევრი მაგალითია
მესის უკბინა wink

wink ამანაც დაიწყო უკვე ასეთი ბაზარი..
ტიტულს იგებს ის გუნდი როცა ყველა თავის დაკისრებულ საქმეს იდეალურად აკეთებს..
კარგი ხარ მარა, არ უნდა ამას ზედმეტად ქება მიხედე პოლ შენ საქმეს, ეხლა იუნაიტედმა უნდა გაიწიოს ჩემპ.ლიგაზეც... ეპლი ხო თავისთავად უნდა მოიგოთ თქვე ჩემისებოო wink
აბა ჰადელსფირდი ხოარ მოიგებს
0
№9
ავტორი: Phil Jones
16 აგვისტო 2017 14:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე ყველანი ვამბობთ რომ ვინგერი გვინდა, ვინგერი კიარა უნივერსალური ფეხბურთელები გვინდა და არა ხესუს ნავასები, ბოლო წლების ყველაზე გამორჩეულ გუნდს ბარსელონასაც არ ყავდა გამოკვეთილი ფლანგის ფეხბურთელი, მაგრამ ყველაფერს იგებდა იმ უნივერსალური და მაგარი ხალხის გამო ვინც გუნდში იყო. 7 და 10 ნომრებია მოსაყვანი. 10 ვინ იქნება არ ვიცი, მაგრამ 7 ნომრით ვინც მოვა ნამდვილი 7 უნდა იყოს, ისეთი როგორიც აქამდე გვყავდა ხოლმე და რონალდოს მერე არ გვყოლია! დიდი სურვილი მაქვს გრიზმანი ვნახო შვიდიანზე.
0
№10
ავტორი: gaga1987
16 აგვისტო 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბევრად პროდუქტიული იქნება წელს და აწი სულ.დაღვინდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top