პრემიერ ლიგის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა.
"წითელი ეშმაკები" მატჩის დასაწყისიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, რასაც 33-ე წუთზე ლუკაკუს გოლი მოჰყვა. ბელგიელმა რეშფორდის გადაცემით ისარგებლა და "იუნაიტედის" თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. მეორე ტაიმის 53-ე წუთზე თავი კვლავ ბელგიელმა გამოიჩინა და ანგარიში 2-0 გახადა. ამ გოლით ლუკაკუ "იუნაიტედის" მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
87-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ენტონი მარსიალმა გაზარდა, რომელმაც მხითარიანის გადაცემით ისარგებლა. მატჩის ბოლო წუთებზე კი თავისი გოლი პოლ პოგბამაც გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
პირველი ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილს მოურინიოს გუნდი ლიდერობს. მომდევნო მატჩი "იუნაიტედს" "სუონსის" წინააღმდეგ აქვს. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.
მანჩესტერ იუნაიტედი 4-0 ვესტ ჰემი სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" გოლები: ლუკაკუ (33'; 53'), მარსიალი (87'), პოგბა (90') გაფრთხილებები: ბაიი, ვალენსია – ზაბალეტა, ოგბონა მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, პოგბა, მატიჩი, მხითარიანი (ლინგარდი 88'), მატა (ფელაინი 76'), რეშფორდი (მარსიალი 80'), ლუკაკუ.