თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2017, 14:34
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3066,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" 4-0
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა.

"წითელი ეშმაკები" მატჩის დასაწყისიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, რასაც 33-ე წუთზე ლუკაკუს გოლი მოჰყვა. ბელგიელმა რეშფორდის გადაცემით ისარგებლა და "იუნაიტედის" თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. მეორე ტაიმის 53-ე წუთზე თავი კვლავ ბელგიელმა გამოიჩინა და ანგარიში 2-0 გახადა. ამ გოლით ლუკაკუ "იუნაიტედის" მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

87-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ენტონი მარსიალმა გაზარდა, რომელმაც მხითარიანის გადაცემით ისარგებლა. მატჩის ბოლო წუთებზე კი თავისი გოლი პოლ პოგბამაც გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

პირველი ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილს მოურინიოს გუნდი ლიდერობს. მომდევნო მატჩი "იუნაიტედს" "სუონსის" წინააღმდეგ აქვს. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.

მანჩესტერ იუნაიტედი 4-0 ვესტ ჰემი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: ლუკაკუ (33'; 53'), მარსიალი (87'), პოგბა (90')
გაფრთხილებები: ბაიი, ვალენსია – ზაბალეტა, ოგბონა
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, პოგბა, მატიჩი, მხითარიანი (ლინგარდი 88'), მატა (ფელაინი 76'), რეშფორდი (მარსიალი 80'), ლუკაკუ.

ვესტ ჰემი: ჰარტი, ოგბონა, რიდი, ზაბალეტა, მასუაკუ (კრესველი 81'), ნობლი (რაისი 61'), ობიანგი, ე.ფერნანდესი (სახო 60'), აიუ, არნაუტოვიჩი, ჩიჩარიტო.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2017 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian Magari gundi gvyavs dzalian❤️
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2017 19:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო წლებიის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ალბათ. მონატრებული ვართ ასეთებს
0
№3
ავტორი: Manstark_United
14 აგვისტო 2017 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
2013 wlis mere aseti tamashi ar gvinaxavs utds shesrulebit
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2017 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი ასეთი თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top