თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2017, 21:57
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3332,
კომენტარები: 10
ტიერი ანრი: "იუნაიტედს" უდიდესი პოტენციალი აქვს"
ტიერი ანრი "მანჩესტერ იუნაიტედზე".
ტიერი ანრი:
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ ტიერი ანრიმ და Sky Sport-ის ექსპერტებმა "იუნაიტედის" თამაში შეაფასეს.

"ლუკაკუმ მანჩესტერული კარიერა არაჩვეულებრივად დაიწყო. იქ გაიტანა გოლები სადაც უნდა გაეტანა, შეეძლო შეესრულებინა ჰეთ-თრიკიც." - აცხადებს ტიერი ანრი.

"მან რამდენიმე დეტალზე უნდა იმუშავოს, მთავარი კი ბურთის ფლობაა. მან დაახლოებით 18-ჯერ დაკარგა ბურთი და ეს არ არის პატარა მაჩვენებელი."

"ძალიან კარგი იყო მარკუს რაშფორდიც. "იუნაიტედს" ამ ფეხბურთელებთან ერთად აქვს სისწრაფე, სიძლიერე, დღეს მათ ეს ყველაფერი იდეალურად გამოიყენეს. მათი მთავარი პრობლემა გასულ სეზონში სწორედ გოლების ვერ გატანა იყო. დღეს ლუკაკუ, რაშფორდი, მატიჩი უბრალოდ შეუდარებელნი იყვნენ."

"მარსიალი მოედანზე შემოვიდა თუ არა მას ჰქონდა კონკრეტული განზრახვა დარჩენილ წუთებში გამოეჩინა თავი. საბოლოო ჯამში მან ეს იდეალურად შეასრულა. პოგბამაც გაიტანა გოლი, სკამზე მათ მარსიალი ჰყავთ, მატიჩი
ნახევარდაცვის ნამდვილი მბრძანებელია, მერწმუნეთ "იუნაიტედს" უდიდესი პოტენციალი აქვს."

ტიერი ანრის გრემ სუნესმაც დაეთანხმა: "მანჩესტერ იუნაიტედს" საუკეთესო მეკარე ჰყავს, მათი დაცვა ძალზედ ძლიერია, შემადგენლობაში ჰყავთ ბევრი ფეხბურთელი, ჰყავთ ძალიან დიდი ნიჭის და მომავლის მქონე ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც რაშფორდი და მარსიალია, ასევე არამგონია ჯერ ჰენრიხ მხითარიანის საუკეთესო თამაში გვენახოს, ის ძალზედ კარგი ფეხბურთელია. მან ცუდად დაიწყო, თუმცა სეზონის კარგი დასასრული ჰქონდა. წელს მისგან კარგ სეზონს ველოდები"

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
13 აგვისტო 2017 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
marcxena mcveli ro dagvamatebina unaklo kamanda gveyoleboda
1
№2
ავტორი: Mike
13 აგვისტო 2017 22:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ანრი ხო გენიალური ფეხბურთელი იყო + ამას ძალიან კომპეტენტური, განსწავლული და სასიამოვონ სამართლიანი ექსპერტიც გამოდგა ზოგიერთებისგან განსხვავებით
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
13 აგვისტო 2017 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ბაზარი არაა ანრი ეხა როგორც ეხა ვართ პირველზე მივყვეტ ამ ადგილს <3 <3 პირველი წრე 19 თამაშიანი მოუმ რო დადოს მინიმუმ 15 მოგება ხო მეორე წრეში შეუძლია ლიგაზეც გადაერთოს თუ ადვილი მეტოქე შეგვხდა 1/8 ფინალში კი ერთი თვე აქცენტი ქონდეს ეპლზე თუ უნდა და გააგრძელოს მოგებების სერია წელს მაგარ სეზონს ველი აი ძალიან მაგარს მაგარი ბიჭი ხარ ლუკაკუ საღოლ უკომენტაროთ ფენომენი ხარ
0
№4
ავტორი: stepno
13 აგვისტო 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
anriii :-* genacvalee sul martlas da dzalian sworad laparakob
0
№5
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
SerioZuli kamanda gvyavs❤️
0
№6
ავტორი: dachi_mu
13 აგვისტო 2017 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ყველაზე სუსტი მაინც ბლინდი იყო რა, ეს ჩაწოდება მაინც ქონდა და ეგეც აღარააქ, და ამ მანჩესტერის ყველაზე მთავარ კოირს არ გაუსვეს ხაზი, რომელიც ჟოზე მოურინიოა love
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2017 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Mike
ანრი ხო გენიალური ფეხბურთელი იყო + ამას ძალიან კომპეტენტური, განსწავლული და სასიამოვონ სამართლიანი ექსპერტიც გამოდგა ზოგიერთებისგან განსხვავებით

გეთანხმები
0
№8
ავტორი: Phil Jones
14 აგვისტო 2017 09:01
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე ვან პერსის არ იყოს ანრიც იუნაიტედს გულშემატივრობს მგონი )) მართალია ჟურნალისტის რანგშია, მაგრამ შარშან რაღაც დადებითად საუბრობდა ხოლმე სულ.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2017 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Phil Jones
ისე ვან პერსის არ იყოს ანრიც იუნაიტედს გულშემატივრობს მგონი )) მართალია ჟურნალისტის რანგშია, მაგრამ შარშან რაღაც დადებითად საუბრობდა ხოლმე სულ.

ყოველთვის ობიექტურია და ძალიან მაგარი კაცია, მევასება ამის შეფასებები
0
№10
ავტორი: miss devil
14 აგვისტო 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
უმაგრესი ადამიანი და ძალიანობიექტური პიროვნება gun2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top