თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2017, 16:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1909,
კომენტარები: 7
ჯონსი: "ოლდ ტრაფორდი" ციხე-სიმაგრედ უნდა ვაქციოთ"
ჯონსი საშინაო მატჩების მოგების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ 2017/18 წლების სეზონში "ოლდ ტრაფორდი" ციხე-სიმაგრედ უნდა აქციონ.

"წითლებს" გასულ სეზონში საგრძნობი წინააღმდეგობები ხვდებოდათ გასული სეზონის საშინაო მატჩებში, რომლებშიც ჟოზე მოურინიოს გუნდისგან გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ მეტოქე ხშირად ერთი ქულით ტოვებდა "ოცნების თეატრს".

პრემიერ ლიგის გახსნითი ტურის მატჩის წინ ინგლისელმა მცველმა თანაგუნდელებს "ოლდ ტრაფორდზე" შიშის ფაქტორის დანერგვისკენ მოუწოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია "ოლდ ტრაფორდის" ქცევა ციხე-სიმაგრედ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსულ გუნდებს ამ სეზონში რთული მატჩის მოლოდინი ექნებათ და ეცოდინებათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვეყოლებიან.

ვფიქრობ, გასულ სეზონში ეს ფაქტორი დავიბრუნეთ. ბოლო წლებთან შედარებით "ოლდ ტრაფორდზე" შარშან ჩამოსულ გუნდებს გაცილებით მეტად ეშინოდათ ჩვენი და ასევე უნდა გაგრძელდეს.

ახლა დიდებული გუნდი გვყავს, ახალგაზრდებითა და გამოცდილებით და იმედი მაქვს, ეს კომბინაცია კარგ სამსახურს გაგვიწევს",
- განაცხადა მცველმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 აგვისტო 2017 16:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაი ხნის წინ წავიდა ეგ დრო. იმედია მართლა დაბრუნდება
0
№2
ავტორი: mufc1878
13 აგვისტო 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
აუ ეს რა იგრა დავდეთ

ყველა სუპერ

პოგბა

ლუკაკუ

მხითო

მატიჩი

ყველანი 4-0

და 1 ზე ვართ 1 ვე ტურის წინ
0
№3
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Seriozuli kamanda vart❤️
0
№4
ავტორი: Manstark_United
13 აგვისტო 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
jones bailly kargi dueti chans
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2017 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაც შეიძლება მალე უნდა დბრუნდეს
0
№6
ავტორი: Phil Jones
14 აგვისტო 2017 09:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აუცილებლად ეგრეც იქნება!
0
№7
ავტორი: Temo_Ibra
14 აგვისტო 2017 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
საერთოდ არ უნდა წავაგოთ ტრაფორდზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top