თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2017, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2279,
კომენტარები: 8
რატომ არის მატიჩი მოურინიოს იდეალური შენაძენი
ჟოზე მოურინიოს განმარტება.
რატომ არის მატიჩი მოურინიოს იდეალური შენაძენი
ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ნემანია მატიჩის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედში".

სერბმა ნახევარმცველმა უკვე დაიმკვიდრა თავი მოურინიოს ყოფილი კლუბის დატოვების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ამხანაგურ მატჩებში "სამპდორიას", უეფა-ს სუპერ თასზე კი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

თავის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პრემიერ ლიგის გახსნითი ტურის კვირის მატჩის წინ მოურინიომ ახსნა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი მატიჩის შეძენა.

"როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუერთდი გასულ წელს, მაშინვე ვფიქრობდი, რომ მატიჩის მსგავსი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. ასეთი ფეხბურთელი კი ბევრი არ არის - მხოლოდ რამდენიმეა - მაგრამ მე სწორედ ის შევიძინე.

მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ყოველთვის ვარიდებდი თავს იმ ფეხბურთელებზე ფიქრს, რომელთა შეძენათ შეუძლებელი მისია იყო, მაშინ კი მეგონა, რომ შანსი არ გვქონდა.

ამ სეზონში კი დამირეკეს, რომ მატიჩს ჩემი ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს და ამის შესრულება შესაძლებელია, რის შემდეგაც ვიფიქრე, რომ ის ჩვენთვის იდეალური ფეხბურთელი იქნებოდა არა მარტო მისი უნარების, არამედ ჩვენი ურთიერთობისა და ურთიერთგაგების გამოც,"
- განაცხადა მოურინიომ.

მატიჩს მოურინიო "ჩელსიში" მეორედ მისვლის შემდეგ იცნობს და ამ წყვილმა 2015/15 წელს პრემიერ ლიგის ტიტულიც აღმართა.

"ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის შესახებაც კითხვები არ ჩნდება. მას არ სჭირდება დრო შესაგუებლად, ის არ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდან მოვიდა. მას სულაც არ სჭირდება პრემიერ ლიგის შეცნობა.

გასულ კვირას 29 წლის გახდა და პრემიერ ლიგაში 5 თუ რაღაც მსგავსი პერიოდი აქვს გატარებული, ბევრი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ის არის მოთამაშე, რომელიც მაძლევს იმას, რაც მომწონს, ეს კი მნიშვნელოვანია.

მატიჩი ჩვეულებრივ თამაშობს აქ [ხელით აჩვენებს სიმაღლეზე] და ხანდახან აქ [ოდნავ დაბლა დაწია ხელი] და ხანდახან აქ [უფრო დაწია ხელი], მაგრამ მატიჩი მატიჩია.

ეს კი ძალიან მომწონს ფეხბურთელში - თანმიმდევრულობა. სწორედ ამ ტიპის ფეხბურთელის თამაში მომწონს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია".


ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 აგვისტო 2017 16:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ხანია რაც მატიჩის სტილის ფეხბურთელი გვჭირდება. მთავარია გაამართლოს
0
№2
ავტორი: mufc1878
13 აგვისტო 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ჟოზე შე წითელო ეშმაკო am
0
№3
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dzalian Magari viyidet dzalian❤️
0
№4
ავტორი: მანუჩარი
13 აგვისტო 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
იმედია გაამართლებს
0
№5
ავტორი: Manstark_United
13 აგვისტო 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
pogbas frtebi sheesxmeba amis
mosvlit
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2017 01:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჯერ-ჯერობით ამართლებს იმედებს
0
№7
ავტორი: Phil Jones
14 აგვისტო 2017 09:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
უფრო აგრესიული სტილის კერიკი და 6-7 წლით ახალგაზრდა, ესაა მატიჩი.
0
№8
ავტორი: f.c.mu
14 აგვისტო 2017 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 377
პირველი თამაშიც თუ ვიმსჯელეთ, გაამართლა რომელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top