"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი შოტლანდიელი დევიდ მოიესი პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის შესახებ საუბრობს.
"პოგბა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ის არაა ფეხბურთელი, რომელიც თამაშის მიმდინარეობაზე სრულ ზეგავლენას ახდენს, მას ვერ შეაქვს ცვლილებები "იუნაიტედის" თამაშში. "მანჩესტერ იუნაიტედს" წლების განმავლობაში ჰყავდა კანტონა, გიგზი, სქოულზი, პოგბა არ არის ამ ტიპის ფეხბურთელი. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის ჯერჯერობით მატჩის მიმდინარეობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. დიდ და ძალიან მნიშვნელოვან მატჩებში მას ვერც გოლი გააქვს და ვერც მნიშვნელოვან გადაცემას აკეთებს."
"რაც შეეხება ფელაინის, შეხედეთ მისი თამაშის სტატისტიკას ლუი ვან გაალის ან ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით და მიხვდებით, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფელაინი გუნდში იმიტომ არ მომიყვანია, რომ მას რეგულარულად ეთამაშა სასტარტო შემადგენლობაში. მას ძალზედ გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვს, რომელიც სხვადასხვა თამაშებში შეიძლება გამოიყენო. ამას თქვენც ხედავთ თუ როგორ ხშირად იყენებს დღევანდელი "იუნაიტედი" მის ფიზიკურ მონაცემებს."