„მანჩესტერ იუნაიტედი“ „სელტიკის“ ნახევარმცველის ვიქტორ ვანიამას შეძენას აპირებს იანვარში , - იტყობინება ESPN. ცნობილია , რომ „სელტიკის“ მატჩს ესწრებოდნენ სერ ალექს ფერგიუსონი და მისი ძმა მარტინი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს ნახევარმცველისთვის 8 მილიონი ფუნტი გამოყოს რათა ზამთრის ტრანსფერების ფანჯრის დასრულებამდე იგი შეეცდება ვიქტორ ვანიამას გადმობირებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , შოტლანდიური კლუბი ამ შემოთავაზებაზე უარს განაცხადებს , რადგან იმედოვნებს რომ ნახევარმცველისთის უფრო დიდი რაოდენობით ფულს შესთავაზებენ. ვანიამას სატრანსფერო თანხა 10 მილიონ ფუნტს შეადგენს და ვიქტორი თვის დასასრულს მოუთმენლად ელის.