ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ "რეალი" გარეტ ბეილის გასაშვებად მზად იქნება, ის მის შესაძენად აუცილებლად იბრძოლებს.
"თუ ბეილი ხვალ ითამაშებს ეს იმის დასტური იქნება, რომ ის მწვრთნელის და გუნდის გეგმებში შედის. დარწმუნებული ვარ მისი მიზანი "რეალში" დარჩენაა."
"თუ ბეილი ხვალ არ ითამაშებს, ის გუნდის გეგმებში არ შედის და ახალი ფეხბურთელის მოყვანის შემთხვევაში მას გუნდის დატოვება მოუწევს, მაშინ რა თქმა უნდა მე მისთვის ვიბრძოლებ და შევეცდები ყველა იმ მწვრთნელს ვაჯობო ვისაც მისი ხილვა საკუთარ გუნდში სურს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ის ხვალ ითამაშებს, ეს ყველაზე უფრო კარგი დამტკიცება იქნება იმისა, რომ ბეილი გუნდში დარჩება."
მოურინიომ ასევე განაცხადა, რომ "იუნაიტედის" აპელაცია ფილ ჯონსის თაობაზე "უეფამ" არ დააკმაყოფილა და ინგლისელი ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.