The Guardian -ის ინფორმაციით ტიმოტი ფოსუ-მენსა დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "კრისტალ პალასში" იჯარის წესით გადავა.
ფოსუ-მენსამ პროფესიონალური კარიერა სწორედ ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგად ვიცით, რომ ჰოლანდიელი ამჟამად "არწივებს" წვრთნის. დე ბური ფოსუ-მენსას მთავარი მარჯვენა განაპირა მცველის ჯოელ უორდის შემცვლელად მოიაზრებს.
ფოსუ-მენსა გუნდთან ერთად წინასასეზონო ტურნეზე ამერიკაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც ჩანს ჟოზემ გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა მისთვის ახალ გუნდში რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება. "მანჩესტერ იუნაიტედში" ფოსუ-მენსას დებიუტი 2016 წლის თებერვალში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით შედგა.
ამასთან გაცნობებთ იმასაც, რომ გუნდი იჯარის წესით კიდევ ერთმა ახალგაზრდა განაპირა მცველმა დატოვა. კამერონ ბორთვიკ-ჯექსონი იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ლიდს იუნაიტედში" ითამაშებს.