თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2017, 12:42
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2416,
კომენტარები: 8
სუპერ თასი: ადრეული სიახლეები
რამდენიმე მოკლე სიახლე სუპერ თასის დაპირისპირების წინ.
სუპერ თასი: ადრეული სიახლეები
8 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას სუპერ თასის შეხვედრაში "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება და მოკლედ გთავაზობთ იმ რამდენიმე სიახლეს, რომელსაც კლუბის ოფიციალური საიტი გვთავაზობს.

შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს ერიკ ბაიი. აფრიკელი ფეხბურთელი "სელტასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო "უეფამ" 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დისკვალიფიკაციის გამო მან უკვე გამოტოვა "ევროპა ლიგის" ფინალი "აიაქსის" წინააღმდეგ და კვლავ გამოტოვებს კიდევ 2 შეხვედრას. "რეალთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ფილ ჯონსიც, რომელიც ასევე "უეფასგანაა" დასჯილი.

ხუან მატა და ანდერ ერერა ის ორი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ტურნეზე ტრავმა მიიღო, მაგრამ ბოლო ამხანაგურ მატჩში ორივე მათგანმა შეძლო თამაში. გამომდინარე აქედან ისინი აუცილებლად იქნებიან მზად "რეალ მადრიდთან" მატჩისთვის.

სერხიო რომერო გუნდს დუბლინში არ გაჰყოლია, მაგრამ ივარაუდებოდა, რომ ჟოზემ ის უბრალოდ დაასვენა. გუნდს დუბლინში ასევე არ გაჰყოლია ჯესი ლინგარდიც, რომელსაც გავრცელებული ხმების თანახმად მცირე ტრავმა აწუხებს და უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას სუპერ თასის დაპირისპირებაში.

ლუკ შოუ, ეშლი იანგი და მარკოს როხო კვლავ ტრავმირებულები არიან და გუნდს ვერ დაეხმარებიან.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მასზე იწერებოდა, რომ "იუნაიტედთან" შეხვედრაში ის მონაწილეობას არ მიიღებდა. თუმცა გუშინ პორტუგალიელმა გუნდთან ერთად ვარჯიშები განაახლა და შესაძლოა, რომ 8 აგვისტოს ის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ilia tebidze
6 აგვისტო 2017 12:44
  • სიახლეები: 10
  • კომენტარები: 25
ჩემი სიახლე რატო არ დაიდო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სუუუუუუუუუუუ
ცდებიი
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 აგვისტო 2017 13:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მეც მგონია რო რონალდო ითამაშებს მაინც
0
№3
ავტორი: pogba.
6 აგვისტო 2017 13:28
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ეგ მეც არ მჯეროდა რონალდო ტიტულს გამაზავს? უფრო სწორად ამჯერად ვერცხლის მედალს :))))))
1
№4
ავტორი: JuanMata
6 აგვისტო 2017 13:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რონალდომ რომც ითამაშოს არა მგონია კარგ ფორმაში იყოს, დიდი შესვენება და არც ერთი ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია, ვარჯიშიც ერთი კვირით ადრე დაიწყო.
თუმცა რონალდოს გარეშეც მძიმე მატჩი გველის.
0
№5
6 აგვისტო 2017 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: pogba.
ეგ მეც არ მჯეროდა რონალდო ტიტულს გამაზავს? უფრო სწორად ამჯერად ვერცხლის მედალს :))))))

Haha
0
№6
ავტორი: stepno
6 აგვისტო 2017 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ლეგენდა რუნი
ციტატა: pogba.
ეგ მეც არ მჯეროდა რონალდო ტიტულს გამაზავს? უფრო სწორად ამჯერად ვერცხლის მედალს :))))))

Haha

aucileblad gamazavs tituuls :-))
0
№7
ავტორი: ROI
6 აგვისტო 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Au davdot ra stpertasi magrad gaasworebs
0
№8
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2017 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dedis piri unda movutynat
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top