ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ.
ჟოზე მოურინიომ "რეალ მადრიდთან" მატჩის წინ Uefa.com-ს ინტერვიუ მისცა.
ელოდებით სუპერ თასის დაპირისპირებას ?
"ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ვეთამაშოთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. აქ ყველაფერი განსხვავებულად იქნება, რადგანაც მეტოქე უკვე ფორმაშია და მას დამატებითი მოტივაციაც აქვს."
"ჩვენი ფეხბურთელები ევროთასების დიდ მატჩებში მონაწილეობის გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიან. ეს ახალი "მანჩესტერ იუნაიტედია", ფეხბურთელების ახალი თაობა. გასულ სეზონში ჩვენ "ევროპა ლიგაში" ვითამაშეთ. ეს ტურნირი მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების მხრივ. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით და სუპერ თასის დაპირისპირებაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით, ამიტომ ეს შესანიშნავი შანსია."
თქვენ არასდროს მოგიგიათ "უეფას" სუპერ თასი. რა მნიშვნელობა ექნებოდა თქვენთვის ამ მატჩში გამარჯვებას ?
"სუპერ თასის დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა, როგორც გამარჯვებულმა და ეს მაშინ იყო როცა "პორტუსთან" ერთად "ევროპა ლიგა" (მაშინ უეფას თასი) მოვიგე. როდესაც პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგა მოვიგე მე მათგან წამოვედი. როდესაც "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე მე მაშინაც წამოვედი. ჯერ არასდროს მიბრძვია ამ თასის მოპოვებისთვის გუნდით, რომელიც ქაღალდზე უფრო ძლიერი იყო. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ვითამაშებ "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულის წინააღმდეგ. იმედია ამჯერად მოვიგებ."
მოუთმენლად ელოდებით თქვენი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრას ?
"რეალს" როგორც ყოფილ გუნდს ისე არ აღვიქვამ. მე დავტოვე "პორტუ" და რამდენიმე თვის შემდეგ მათ წინააღმდეგ მომიწია თამაში, დავტოვე "ჩელსი" და მათ წინააღმდეგაც მომიწია თამაში. არ ვუყურებ ასეთ მატჩებს როგორც შეხვედრას ყოფილ გუნდებთან. "რეალს" ისე აღვიქვამ როგორც ყველა თქვენგანი: ამ მომენტისთვის ევროპის უძლიერესი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ძალზედ დიდ მოტივაციას გვაძლევს."
რა მიზნებს ისახავთ ჩემპიონთა ლიგაში ?
"ჩვენ ახალწვეულები ვიქნებით. იმედი მაქვს ეჭვი არავის ეპარება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს 3 წამყვან კლუბს შორის ერთ-ერთია და მერწმუნეთ ეს ასეა. თუმცა საფეხბურთო კლუბი სხვაა და მისი მონაწილეობა ამა თუ იმ შეჯიბრებაში სხვა. ამის გამო ჩვენ მხრებზე დიდი ტვირთი გვაქვს, მაგრამ ამ მომენტში არ ვართ მზად ჩვენი პოტენციალი ევროპის საუკეთესო გუნდების პოტენციალს შევადაროთ. ჩვენ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით, მოკრძალებულად. მთავარი მიზანი ყოველთვისაა ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
რამდენად მნიშვნელოვანია "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ?
"იუნაიტედი" ყოველთვის იყო გრანდი. ჩვენი მთავარი მიზანი გუნდის იმ დონეზე დაბრუნებაა რომელზედაც ის წლების განმავლობაში იყო. ადრე მხოლოდ გრანდებს ჰქონდათ ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები, ახლა კი არიან გუნდები, რომელიც ისტორიით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ მათ ასევე აქვთ ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები. ეს ფაქტორი ძალზედ ბევრ რამეს ცვლის. მინდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ დიდებას დავუბრონო, რასაც ამ გუნდის ისტორია შეესაბამება. ჩვენ ამისთვის ვართ აქ და ბევრი შრომით კიდეც მივაღწევთ ყველაფერს."
წყარო:
Uefa.com