ხუან მატა ქველმოქმედებაში ერთვება. ესპანელი ფეხბურთელი ამიერიდან ხელფასის 1% საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს, რომელიც ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული.
მატა ასევე ცდილობს დაარწმუნოს თავისი თანაგუნდელები, რომ მათაც გადაურიცხონ ანაზღაურების 1% საქველმოქმედო ფონდ Common Goal -ს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საქველმოქმედო საფეხბურთო პროექტებს განახორციელებს.
საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ადრე ის უკვე იმყოფებოდა მუმბაიში, გოაში და აგრუში, სადაც მან ახალგაზრდა ფეხბურთელები მოინახულა.