ESPN-ის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლიდსში" იჯარის წესით გადასვლას დათანხმდა. გასული სეზონი 20 წლის ფეხბურთელმა ასევე იჯარის წესით "ვულვერჰემპტონში" გაატარა. "ლიდსის" განაპირა მცველმა ჩარლი ტეილორმა გუნდი დატოვა და სწორედ მის მთავარ შემცვლელად მოიაზრება ჯექსონი. არის იმის შანსიც, რომ მან "ჩემპიონშიფის" პირველივე ტურში "ბოლტონის" წინააღმდეგ მიიღოს მონაწილეობა.
ბორთვიქ-ჯექსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ გუნდში ლუი ვან გაალის დროს გამოჩნდა. 2015-2016 წლების სეზონში ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა.