"მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს "უეფას" გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
საქმე ეხება "უეფას" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ფილ ჯონსს ევროთასებზე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. როგორც თქვენთვისაა ცნობილი ინგლისელი "უეფამ" რამდენიმე დღის წინ დოპინგ ტესტის აღების წესების დარღვევისთვის დასაჯა.
თუ ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ ჯონსს უკვე 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ასეთ შემთხვევაში ინგლისელი სუპერ თასთან ერთად ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრასაც გამოტოვებს.