ბრიტანული პრესა ნემანია მატიჩის ტრანსფერის განხორციელების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" გიგანტების გუნდს უწოდებს.
ჟურნალისტებმა გამოითვალეს, რომ მოურინიოს 7 შენაძენიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთია (მხითარიანი) 6 ფუტზე (180 სმ) დაბალი. დანარჩენი შენაძენების სიმაღლე ასე გამოიყურება: იბრაჰიმოვიჩი - 195 სმ, ნემანია მატიჩი - 194 სმ, რომელუ ლუკაკუ - 191 სმ, პოლ პოგბა - 191 სმ, ერიკ ბაიი - 187 სმ, ვიქტორ ლინდელოფი - 187 სმ.
მოურინიოს მოსვლამდე გუნდში ისედაც იყვნენ რამდენიმე მაღალი ფეხბურთელი: დავიდ დე ხეა - 192 სმ, კრის სმოლინგი - 193 სმ, მარუან ფელაინი - 194 სმ, მაიკლ ქერიქი - 188 სმ, მარკოს როხო - 187 სმ.
ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედს" "ტოტენჰემთან" ერთად "დიდი ექვსეულში" ყველაზე მაღალი ფეხბურთელები ჰყავს. ორივე გუნდის საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრს შეადგენს.
ვიმედოვნებთ, რომ "იუნაიტედს" ეს მაჩვენებელი სტანდარტული პოზიციებიდან თამაშში დიდად დაეხმარება.