თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2017, 16:27
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2276,
კომენტარები: 10
მოურინიო მატჩის შემდგომ
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
მოურინიო მატჩის შემდგომ
გუშინდელი მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

კარგი წინასასეზონო ტურნე

"კარგი წინასასეზონო ტურნე გვქონდა. არ დავიღლები იმის თქმით, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ყველამ მოახერხა თამაში, გამოვცადეთ სხვადასხვა მეთოდები, მთავარი ჩვენთვის სწორედ ეს იყო და არა შედეგები. პატარა ტრავმები გვქონდა, მაგრამ რაც მთავარია სეზონს ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შევხდებით. "სამპდორია" იდეალური მოწინააღმდეგე იყო ბოლო თამაშისთვის, კარგ და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობდნენ, ამასთან მათ შედეგზეც ითამაშეს და ეს ძალზედ კარგი იყო. ბიჭები ახლა მცირე დროით დაისვენებენ, შემდეგ კი ჩვენ სერიოზული ამბები გველოდება - სუპერ თასი და პრემიერ ლიგა."

ყველამ თავისი როლი ითამაშა

"ყველამ თავისი როლი ითამაშა. ჩვენი მიზანია გვყავდეს გუნდი, რომელსაც სხვადასხვანაირად შეეძლება თამაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდება ამ წლის ბოლომდე, ამიტომ ჩვენი შემადგენლობა რეალურად არც თუ ისე დიდია. ბევრი ვარიანტები გვჭირდება - ლუკაკუ,მარსიალი,რაშფორდი, ჩვენ ყველა გვჭირდება. საინტერესო იქნება ჩემთვის კონკრეტული მატჩისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელების შერჩევა. როგორც ადრე ვთქვი, კარგი შემადგენლობა გვყავს და ვიმედოვნებდი, რომ კიდევ 4 ფეხბურთელით გავძლიერდებოდით. ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია და ამ გიჟური სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 3 ახალი ფეხბურთელი მოიყვანა, რისთვისაც მათ მე მადლობა უნდა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მეტად მოხარული ვიქნები, თუ კიდევ ერთ ფეხბურთელს შევიძენთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ უკვე გასწიეს არაჩვეულებრივი სამუშაო."

მატიჩს დრო სჭირდება

"მატიჩი განმარტოებით ვარჯიშობდა. ფეხბურთელისთვის ვარჯიში აუცილებელია, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად, რადგანაც ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. შენ შეიძლება გქონდეს გონება, მაგრამ გჭირდება ფიზიკური ფორმა. სწორედ ამიტომ მატიჩს დრო სჭირდება, მაგრამ ის მალე იქნება მზად. დღეს მან მშვენიერი 45 წუთი ჩაატარა,არაჩვეულებრივი."

ნეიმარი არ ღირს ძვირი

"როდესაც ჩვენ პოგბასთვის დიდი ფული გადავიხადეთ მაშინ ვთქვი, რომ ეს შენაძენი არ იყო ძვირი. ტრანსფერი ძვირია მხოლოდ მაშინ, როდესაც იხდი გადამეტებულ თანხას ფეხბურთელისთვის, რომელიც რეალურად არ ღირს იმდენი რამდენსაც იხდი. ნეიმარი არ ღირს ძვირი, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ამასთან მისი ტრანსფერი დიდ კომერციულ მოგებებთან იქნება დაკავშირებული. პრობლემა არ არის ნეიმარში, პრობლემა სატრანსფერო ბაზარშია. ჩვენ მომავალში ბევრ 60, 80, 100 მილიონიან ფეხბურთელებს ვიხილავთ."
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 აგვისტო 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Wels didi warmatebebiii gvelis❤️
0
№2
ავტორი: shotkin
3 აგვისტო 2017 17:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
საინტერესო ფაქტი: კლოპს ჯერ კარიერაში ფინალი არ მოუგია და ეს გუშინაც ვერ დაარღვია ეს ტრადიცია :დდდდ
მოურინიოს კიდე კარიერაში ფინალი არწაუგია და იმედია რეალთან არ დაირღვევა ეგ ამბავიც,კაია რო ტრაბნვები არარის მარა ბაი ჯონსის დანაკარგი ტეხავს მაინც, თუმცა 1 თამაშისთვის სმოლინგის მოხოდვა სეიძლება და ლინდელოფმაც უკვე უნდა დაგვიმტკიცოს მანდ რაცაა და როგორც!!
0
№3
ავტორი: makaveli
3 აგვისტო 2017 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: shotkin

Zustad ro caugia da tan es supertai caago rasac exa realtan vtamashobt.. chelsiti caago gvardiolas baierntan
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
3 აგვისტო 2017 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგია მომეწონა ჟოზეს სიტყვები წინ სერიოზული ამბები გველის სუპერ თასი 5 დღეში და 10 დღეში კი იწყება პრემიერ ლიგა და სეზონი აიღებს სტარტს
0
№5
ავტორი: JuanMata
3 აგვისტო 2017 22:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: makaveli
ციტატა: shotkin
საინტერესო ფაქტი: კლოპს ჯერ კარიერაში ფინალი არ მოუგია და ეს გუშინაც ვერ დაარღვია ეს ტრადიცია :დდდდ
მოურინიოს კიდე კარიერაში ფინალი არწაუგია და იმედია რეალთან არ დაირღვევა ეგ ამბავიც,კაია რო ტრაბნვები არარის მარა ბაი ჯონსის დანაკარგი ტეხავს მაინც, თუმცა 1 თამაშისთვის სმოლინგის მოხოდვა სეიძლება და ლინდელოფმაც უკვე უნდა დაგვიმტკიცოს მანდ რაცაა და როგორც!!

Zustad ro caugia da tan es supertai caago rasac exa realtan vtamashobt.. chelsiti caago gvardiolas baierntan

გვარდიოლას ბაიერნს არ მოუგია ლიგა, ალბათ ჰაინკესის (თუ ვინც იყო გუარდიოლას წინ)
0
№6
ავტორი: Gauchinho
3 აგვისტო 2017 22:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
ციტატა: JuanMata
ციტატა: makaveli
ციტატა: shotkin
საინტერესო ფაქტი: კლოპს ჯერ კარიერაში ფინალი არ მოუგია და ეს გუშინაც ვერ დაარღვია ეს ტრადიცია :დდდდ
მოურინიოს კიდე კარიერაში ფინალი არწაუგია და იმედია რეალთან არ დაირღვევა ეგ ამბავიც,კაია რო ტრაბნვები არარის მარა ბაი ჯონსის დანაკარგი ტეხავს მაინც, თუმცა 1 თამაშისთვის სმოლინგის მოხოდვა სეიძლება და ლინდელოფმაც უკვე უნდა დაგვიმტკიცოს მანდ რაცაა და როგორც!!

Zustad ro caugia da tan es supertai caago rasac exa realtan vtamashobt.. chelsiti caago gvardiolas baierntan

გვარდიოლას ბაიერნს არ მოუგია ლიგა, ალბათ ჰაინკესის (თუ ვინც იყო გუარდიოლას წინ)

არც მოუს ჩელსი იყო ევროპა ლიგის გამარჯვებული wink პ.ს. გვარდიოლას კი გავკარი მარა ეს ისე
0
№7
ავტორი: makaveli
4 აგვისტო 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Gauchinho
ციტატა: JuanMata
ციტატა: makaveli
ციტატა: shotkin
საინტერესო ფაქტი: კლოპს ჯერ კარიერაში ფინალი არ მოუგია და ეს გუშინაც ვერ დაარღვია ეს ტრადიცია :დდდდ
მოურინიოს კიდე კარიერაში ფინალი არწაუგია და იმედია რეალთან არ დაირღვევა ეგ ამბავიც,კაია რო ტრაბნვები არარის მარა ბაი ჯონსის დანაკარგი ტეხავს მაინც, თუმცა 1 თამაშისთვის სმოლინგის მოხოდვა სეიძლება და ლინდელოფმაც უკვე უნდა დაგვიმტკიცოს მანდ რაცაა და როგორც!!

Zustad ro caugia da tan es supertai caago rasac exa realtan vtamashobt.. chelsiti caago gvardiolas baierntan

გვარდიოლას ბაიერნს არ მოუგია ლიგა, ალბათ ჰაინკესის (თუ ვინც იყო გუარდიოლას წინ)

არც მოუს ჩელსი იყო ევროპა ლიგის გამარჯვებული wink პ.ს. გვარდიოლას კი გავკარი მარა ეს ისე

Hainkesma moigo cavida chaibara gvardiolam evropa moigo chelsim chaibara jozem itamashes da mougo pepma ra dzneli gasagebia
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
4 აგვისტო 2017 07:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლა მთავარია სუპერ თასისთვის მოემზადონ სათანადოდ
0
№9
ავტორი: giorgiginturi
4 აგვისტო 2017 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: makaveli
ციტატა: shotkin
საინტერესო ფაქტი: კლოპს ჯერ კარიერაში ფინალი არ მოუგია და ეს გუშინაც ვერ დაარღვია ეს ტრადიცია :დდდდ
მოურინიოს კიდე კარიერაში ფინალი არწაუგია და იმედია რეალთან არ დაირღვევა ეგ ამბავიც,კაია რო ტრაბნვები არარის მარა ბაი ჯონსის დანაკარგი ტეხავს მაინც, თუმცა 1 თამაშისთვის სმოლინგის მოხოდვა სეიძლება და ლინდელოფმაც უკვე უნდა დაგვიმტკიცოს მანდ რაცაა და როგორც!!

Zustad ro caugia da tan es supertai caago rasac exa realtan vtamashobt.. chelsiti caago gvardiolas baierntan

კი ძმაო წააგო ფაქტია, მაგრამ გახსოვს ალბათ რა გაფარჩაკებული ჩელსი ყავდა მაგ დროს ჟოზეს და რა ბაიერნი ყავდა გვარდიოლას..ბოლო წამებზე მარტინესის გატანილი გოლი.. ისიც მგონი ოფსაიტიდან და დრო გასული იყო თუ სწორად მახსოვს.. ძლივს გაუთანაბრა და პენალტების სერიაში ლუკაკუს გაფუჭებული პენალტი.. მგონი სწორად მახსოვს..ამ ეს შედარება იმისთვის რომ იმ დროინდელ ჩელსის ეხლანდელი მანჩესტერი ბევრად ჯობია და ტაქტიკა თამაშის კონტროლი სწორი და დროული შეცვლა და კიდევ ბევრი ნიუანსი.. ეს ჟოზეს პლიუსია..და აი ესაა პირველი იმედი სუპერთასისთვის..აი ამიტომ არ აგებს ფინალებს ზოგადად..
0
№10
ავტორი: JuanMata
6 აგვისტო 2017 01:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: makaveli

Hainkesma moigo cavida chaibara gvardiolam evropa moigo chelsim chaibara jozem itamashes da mougo pepma ra dzneli gasagebia

ჰო, მართალი ხარ მაგაზე აღარ მიფიქრია wink
უბრალოდ დავაზუსტე ფაქტები wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top