რაიან გიგზი რომელუ ლუკაკუს აქებს და მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იგი დიდი ძალა იქნება, მაგრამ ურჩევს, პირველ შეხებაზე ივარჯიშოს.
"ოლდ ტრაფორდის" ლეგენდა ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლისუნარიანად მოიაზრებს, რაშიც 75 მლნ. ფუნტად შეძენილ ფეხბურთელს დიდ როლს ანიჭებს.
უელსელი ლუკაკუს ასევე აფრთხილებს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელობა დიდ ზეწოლასთან გამკლავების საჭიროებას აჩენს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი სისხლის სჭირდებოდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმამ მისი შეცვლის საკითხი გააჩინა.
რომელუ ლუკაკუ გოლებს გაიტანს, ამაში ეჭვი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს თავის პირველ შეხებაზე, მაგრამ "ვესტ ბრომსა" და "ევერტონში" ბევრი გოლი გაჰქონდა და "ოლდ ტრაფორდს" ბევრ შანსს მიიღებს.
რაც მას ჯერ არ გამოუცდია - ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდობით გამოწვეული ზეწოლაა. მანამდე ეს არასდროს უგრძვნია და თუ შესაბამისად არ ითამაშებს, თავს ვერც დააღწევს.
გასულ სეზონში ბევრი ისეთი საშინაო მატჩი იყო, რომლებშიც ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ლუკაკუზე არ არის დამოკიდებული, ეს მთელი გუნდის ერთიანობასაც ეხება".