თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2017, 21:01
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4533,
კომენტარები: 18
ნემანია მატიჩი: პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში
ნემანია მატიჩის პირველი ინტერვიუ.
ნემანია მატიჩი: პირველი ინტერვიუ
ნემანია მატიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში MUTV-ის პირველი ინტერვიუ მისცა.

ნემანია, კეთილი იყოს შენი მობრძანება. როგორ გრძნობ თავს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის სტატუსში ?

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და მე მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვიქნები. მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად ვარჯიშების დაწყებას."

შენ ჩემპიონი გუნდი დატოვე. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩიე ?
"როგორც აღვნიშნე "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო მოურინიოს ფაქტორი, მაგრამ როცა იცი, რომ შენი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება, ხოლო გუნდი კი სადაც ითამაშებ "მანჩესტერ იუნაიტედი" შენ აღარ გიწევს დაფიქრება. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე."

ელოდები მოურინიოსთან ერთად მუშაობას ?

"რა თქმა უნდა, მოუთმენლად. მე ძალიან მიხარია, რომ მასთან მუშაობის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. ის დიდებული მწვრთნელია. მასთან მუშაობით მე ძალზედ გავიზარდე, ის ყოველთვის იღებდა ჩემგან მაქსიმუმს. ვიცი, რომ თუ უფრო მეტს ვიმუშავებ მის ხელში კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელი გავხდები, ამიტომ მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ დიდებულ კლუბში მუშაობას."

ჟოზემ უკვე მეორედ მოგიყვანა თავის გუნდში. ეს ალბათ დამატებით თავდაჯერებულობას შეგმატებს, რადგანაც ის ძალზედ დიდად გაფასებს არა ?

"რა თქმა უნდა. როდესაც მწვრთნელს შენი თავი სურს ეს დამატებითი მოტივაციაა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ყველას ვაჩვენო, რომ ამ გუნდში თამაშის ღირსი ვარ."

მოხარული ხარ, რომ გუნდს სეზონის დაწყებამდე შეუერთდი და შესაძლებლობა მოგეცემა თანაგუნდელები უკეთ გაიცნო და შეეჩვიო მათ ?

"როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ მნიშვნელოვანია ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რადგანაც შენ გქონდეს შესაძლებლობაა შეეჩვიო მწვრთნელის მოთხოვნილებებს,სათამაშო სისტემას, თანაგუნდელებს. მე მოხარული ვარ, რომ "რეალ მადრიდთან" მატჩამდე მათ ერთად თამაშის შესაძლებლობა მექნება. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანს ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეგვიძლია ამ სეზონში."

შენ ვარჯიშობდი "ჩელსის" სამწვრთნელო ბაზაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიგიღია არც ერთ ამხანაგურ შეხვედრაში. თავს როგორ გრძნობ, შენი აზრით ფორმაში ხარ ?

"მე განმარტოებით მიწევდა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ნამდვილად მაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ახალ სეზონს მომზადებულმა შევხვდე. რა თქმა უნდა, 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ სულ მალე ვიქნები."

რას გვეტყვი ლუკაკუსა და ლინდელოფის შესახებ ?

"ორივე მათგანი კარგად ვიცი. ლინდელოფთან ერთად "ბენფიკაში" გამოვდიოდი, ხოლო ლუკაკუსთან ერთად კი მე არ მითამაშია, რადგანაც როცა "ჩელსი" პირველად დავტოვე, გუნდმა ის სწორედ მაშინ შეიძინა, თუმცა მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია. ორივე მათგანი ძალზედ კარგი ფეხბურთელია, ისინი "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებიან."

შენ კარგად იცი, თუ რაა საჭირო პრემიერ ლიგის მოსაგებად. ბოლო სამ წელში ორჯერ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება. როგორ ფიქრობ, საკმარისად ძლიერია "იუნაიტედის" შემადგენლობა პრემიერ ლიგის მოგებისთვის ?

"ვფიქრობ რომ კი. ვფიქრობ, რომ ეს შემადგენლობა მზადაა, გასულ წელთან შედარებით უფრო გაზრდილია. მათ უკვე კარგად იციან თუ რა უნდა ჟოზეს მათგან და მჯერა, რომ წელს უკეთესი შედეგები გვექნება."

შენს მთავარ სიძლიერედ რომელი მხარეები მიგაჩნია ?

"მოდი ამის შესახებ გულშემატკივრებმა ისაუბრონ, მე გამიჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მე ყოველთვის ვცდილობ მოედანზე ბოლომდე დახარჯვას, უფრო მეტადაც ვიდრე ეს ჩემს შესაძლებლობებშია. თუ რა არის ჩემი ძლიერი მხარე ამის შესახებ გულშემატკივრება იმსჯელონ."

ძირითადად ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობ. ამ პოზიციის მნიშვნელობა თანამედროვე ფეხბურთში ძალზედ გაიზარდა, მეთანხმები ?

"გეთანხმებით. ამ პოზიციაზე ფეხბურთელს ბალანსის დაცვა, თამაშის გაკონტროლება ევალება და ეს ისა რასაც მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვაკეთო. მე არ ვიტყვი, რომ ეს პოზიცია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პოზიციაა სხვებთან შედარებით, მაგრად როდესაც მოედნის ცენტრში ხარ, შენ ყოველთვის უნდა იცოდე თუ სად არის ბურთი. როდესაც თანაგუნდელები მეტოქის კარს უტევენ, შენი მთავარი მოვალეობა კონტრშეტევისგან თავის დაცვა, მისი ჩაშლა, განეიტრალებაა. მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი ამ პოციაზე თამაშისას შენ გუნდში ბალანსი უნდა დაიცვა."

შენი თანამემამულე ნემანია ვიდიჩი გუნდის ერთ-ერთი ლეგენდაა. იყო ის შენთვის მაგალითი ?

"ვიდი ძალზედ დიდი ფეხბურთელი იყო და მე მისი კარიერის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ვარ. ეროვნულ ნაკრებში როდესაც პირველად მივედი, ვიდიჩი იქ კაპიტანი იყო. ის ყოველთვის იყო ჩვენი ლიდერი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იქ, სადაც მას ლეგენდად მიიჩნევენ. მინდა ისეთივე წარმატებული ვიყო როგორც ის, არ მინდა ერთ დღეს შემხვდეს და მითხრას ეი, მეგობარო რას აკეთებ აქ? ამიტომაც მაქსიმალურად შევეცდები ბევრი ვიშრომო და "იუნაიტედში" წარმატებული კარიერა მქონდეს."

გულშემატკივრები დღესაც უმღერიან მას სიმღერას. იმედოვნებ, რომ ერთ დღეს ისინი შენც გიმღერებენ ?

"გულშემატკივრების დამოკიდებულება ვიდიჩისადმი კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუმცა ყველაფერს დამსახურება სჭირდება."

როგორი იქნება "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მაისურით 75 000 გულშემატკივრის წინაშე გასვლა ?

"რაღაც დიდი და განსაკუთრებული. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული მომენტი იქნება. ამიტომაც ველოდები ამ მომენტს მოუთმენლად."

როგორ ფიქრობ, რას მიაღწევ "იუნაიტედში" როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად ?

"როგორც ერთ-ერთი თანაგუნდელი ვიმედოვნებ, რომ წინ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. მჯერა, რომ ვიბრძოლებთ პრემიერ ლიგისთვის და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა, არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს ამ ტურნირზე. ჯერ რთულია რაიმე მიზნებსა თუ გეგმებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელია."

რომელ ფეხბურთელებს იცნობ ყველაზე კარგად, რომლებიც დაგეხმარებიან აქ სწრაფად დამკვიდრებაში ?

"რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ, განსაკუთრებით კი ხუან მატას. დღეს დილით კიდეც მოვახერხე მისი ნახვა. ვიმედოვნებ, რომ ადაპტაციის პერიოდი ძალიან მალე გაივლის."

სავარაუდოდ "რეალთან" სუპერ თასზე მატჩში მონაწილეობას მიიღებ...

"იმედი მაქვს. ორი დიდი გუნდი შეხვდება ერთმანეთს, სავარაუდოდ ძალზედ კარგ და საინტერესო მატჩს ვიხილავთ. ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდება. რა თქმა უნდა ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან და მათთან თამაში რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ რომ "იუნაიტედი" ყველაფრისთვის იქნება მზად."

და ბოლოს, შენი შეტყობინება გულშემატკივრებს...

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ბედნიერნი იყვნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის ჩემპიონატი მოვიგოთ. ამის მზად ვართ, მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია."

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:MANUTD.COM
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
31 ივლისი 2017 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კაია ნამდვილად აბა წარმატებები და შენ იცი იმედები არ უნდა გაგვიცრუო.

მჯერა რო ამ გუნდით მოურინიო პრემიერ ლიგისთვის წელსვე იბრძოლებს, საკაიფო კამანდა გვყავს არც შეთამაშება აკლიათ არც ჯანი, ნიჭი, მხარდაჭერა და არაფერი

მადლობა ავტორს, ოღონდ არ გეწყინოს და ერთი შენიშვნა მექნება მჯერავს არა მჯერა wink
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
31 ივლისი 2017 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
Davai maticho moixode brat da rbashi yvelam ertat davadugot hala madridelebi ein gmuu win matic wels yvelaferi unda movigot
0
№3
31 ივლისი 2017 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ტიესელია ანუ ტ**ლი

ტიესელია ანუ ტ**ლი
0
№4
ავტორი: ikeoni
31 ივლისი 2017 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Itokshi naxevardacvashi ukve seriozuli balansia rac gvaklda is sheivso ra Erti shemtevic erti da vsio raa
0
№5
ავტორი: gaga1987
31 ივლისი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kaia kai.
0
№6
ავტორი: reddevil12
31 ივლისი 2017 22:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ჩელსის და სიტის ისეთი კამანდა ყავს შეკრული, რომ უაზროდ რთულია კონკურენცია გაუწიო ამ ორ კლუბს. მიუხედავად ამისა, უკვე დროა, რომ მანჩესტერმა ეპლსთვის იბრძოლოს და მაქსიმალურად ეცადოს კარგი სტარტის აღებას. უბრალოდ ერთი რამ არ მესმის, ამდენი ნახევარმცველის დაყენებას თუ აპირებს მოურინიო, მაგალითად დააყენა პოგბა - მატიჩი - ერერა, შეტევაში რას აკეთებს ან ვის ტოვებს სკამზე? როგორც მინიმუმ მატა უნდა გაუშვას მაშინ...
0
№7
ავტორი: Lev
31 ივლისი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
რაღა დროს მატაა თუ ძმა ხარ)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2017 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ როგორ გაამართლებს
0
№9
ავტორი: beqno2
1 აგვისტო 2017 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ჯგუფური ეტაპიდან თუ გავედით მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს
1
№10
ავტორი: stepno
1 აგვისტო 2017 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: beqno2
ჯგუფური ეტაპიდან თუ გავედით მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

Me jgufidan gaviyvan da shen moagebine mashin :-D :-D jgudidan pirobas vdeb gavalt :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top