ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ბედნიერია ვიქტორ ლინდელოფის პროგრესით, მაგრამ მიაჩნია, რომ შვედს ჯერ კიდევ სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეგუება.
იანვარში ტრანსფერის განუხორციელებლობის შემდეგ ვიქტორი, როგორც იქნა, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრი გახდა გასულ თვეში, რისთვისაც "წითელმა ეშმაკებმა" 30.7 მლნ. ფუნტი გადაიხადეს.
ლინდელოფს საკმაოდ მძიმე მატჩი ჰქონდა "ლოს-ანჯელეს გელექსის" წინააღმდეგ, რაც ჯიოვანი დოს სანტოსთან დაპირისპირებისას ჩაფლავებაშიც გამოიხატა, მაგრამ მას შემდეგ იგი მუდმივად ზრდის თავის თავდაჯერებულობას და მოურინიოს სჯერა, რომ მცველი კიდევ უფრო კარგი გახდება.
"ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაბიჯ-ნაბიჯ. "ბენფიკა" დიდი კლუბია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელი, რომელიც "ბენფიკადან" გადადის, მენტალურად მზად არის, რადგან ამ დიდ კლუბში თამაში ავტომატურად მზადმყოფს გხდის.
მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატი განსხვავებულია და იქ სხვა ხარისხია, ''ბენფიკა" კი ერთ-ერთი დომინანტი კლუბია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთით უფრო ხშირად თამაშობს ეს გუნდი, ვიდრე უბურთოდ.
მას დრო სჭირდება. ჩვენ კი ამ დროს მივცემთ. ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს დრო ნამდვილად სჭირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უზარმაზარი კლუბია, უზარმაზარი პასუხისმგებლობა. პრემიერ ლიგაც ასევეა, ამიტომაც მივცეთ მას დრო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს", - განაცხადა მოურინიომ.