მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ნორვეგიაში გაემგზავრა.
სატრანსფერო სპეკულაციების მიუხედავად ბელგიელი როგორც ჩანს დღევანდელ მატჩში მაინც მიიღებს მონაწილეობას. გუშინ ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი თურქული სპორტული გამოცემა იტყობინებოდა, რომ "გალათასარაიმ" ფეხბურთელთან და კლუბთან ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ბელგიელი თურქულ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ კი "იუნაიტედი" 10 მილიონ ევროს მიიღებს.
მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2013 წლიდან ირიცხება. 89 ჩატარებულ შეხვედრაში მან 8 გოლის გატანა მოახერხა.