"ტოტენჰემის" არგენტინელი თავკაცი ერიკ დაიერის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს და აცხადებს, რომ კლუბი ინგლისელის გაყიდვას არ აპირებს.
"ვიცი, რომ ირგვლივ უამრავი ჭორია. დღეს ის ძალზედ მშვიდაა, დღეს ის ჩვენი ფეხბურთელია. ჩვენთვის დაიერი მნიშვნელოვანია ფეხბურთელია და მის გაყიდვას არ ვაპირებთ. კარგია, რომ კლუბები ჩვენი ფეხბურთელებით ინტერესდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს."