"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდერ ერერას ახალი კონტრაქტი გაუმზადა.
Telegraph -ის თანახმად კლუბის ხელმძღვანელები ამერიკაში ანდერ ერერას აგენტს არტურო კანალესს შეხვდნენ, რათა მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულიყვნენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანელს გრძელვადიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, რადგან კლუბი ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია, მას ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევს და არ სურს მისი დაკარგვა. ყველაფერ ამასთან ერთად ამით დასრულდება ჭორები იმის თაობაზე, რომ ერერას "ბარსელონაში" სურს თამაში.
ფეხბურთელმა თავის ინტერვიუში კიდეც აღნიშნა რამდენიმე ხნის წინ, რომ ყველა გავრცელებული ინფორმაცია ჭორი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რომ ის ბედნიერი იყო მანჩესტერში.
27 წლის ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 12 თვეში ეწურება. 2014 წლის შემდეგ ესპანელმა "იუნაიტედის" მაისურით 84 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.