თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2017, 12:05
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 7
მოურინიომ SkySports-ს ინტერვიუ მისცა
ჟოზე მოურინიომ ისაუბრა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე და ახალგაზრდებზე.
მოურინიომ SkySports-ს ინტერვიუ მისცა
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბრიტანულ გამოცემას SkySports-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ისაუბრა მის ახალ შენაძენზე რომელუ ლუკაკუზე და განმარტა ის თუ რატომ დაიხარჯა ბელგიელზე ამხელა თანხა.

"ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ ფორვარდზე, ვინაიდან გუნდში შემტევის გარეშე ვერ მიიღებ იმას რისი მიღებაც გსურს.

ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა. ვერ დავუშვებდით, რომ სეზონის პირველი ექვსი თვე ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდის გარეშე ჩაგვეტარებინა."
- განაცხადა მოურინიომ.

ამ კომენტარის შემდეგ პორტუგალიელს ახალგაზრდებზეც შეეკითხეს:

"რეალთან" მატჩში მოწინააღმდეგეს რონალდუ და რამოსი აკლდათ. მათ ორივემ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს თავიანთი დებიუტები. ასევე მარსელო, ნაჩო, კაზემირო, მორატა, მარსელო - ამ მოთამაშეებმაც ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ დაიწყეს პროფესიონალური ფეხბურთი.

ასე რომ ვფიქრობ, პერსპექტიული ახალგაზრდები "იუნაიტედშიც" მრავლად არიან. მიტჩელი და სკოტ მაკტომინი შეძლებენ მომავალში გუნდში ადგილის დამკვიდრებას. ასევე ანდრეას პერეირაც გუნდს დაუბრუნდა და მასაც დიდი მომავალი ელის. მათ დიდი პოტენციალი აქვთ."
- დაასრულა პორტუგალიელმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
29 ივლისი 2017 12:06
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა. ჩვენ ვერ დავუშვებდით რომ სეზონის პირველი ექვსი თვე ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდის გარეშე ჩაგვეტარებინა.


პირველი ექვსი თვე?! ანუ ზლატანი დაბრუნდება.
1
№2
ავტორი: manubro
29 ივლისი 2017 12:09
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: GaMkReLa
ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა. ჩვენ ვერ დავუშვებდით რომ სეზონის პირველი ექვსი თვე ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდის გარეშე ჩაგვეტარებინა.


პირველი ექვსი თვე?! ანუ ზლატანი დაბრუნდება.

უეჭველი ჩვენთანაა იანვრიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: JuanMata
29 ივლისი 2017 12:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: manubro
ციტატა: GaMkReLa
ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა. ჩვენ ვერ დავუშვებდით რომ სეზონის პირველი ექვსი თვე ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდის გარეშე ჩაგვეტარებინა.


პირველი ექვსი თვე?! ანუ ზლატანი დაბრუნდება.

უეჭველი ჩვენთანაა იანვრიდან


ჰოდა კონტრაქტიც არ გაახანგრძლივა ახლა, იმიტომ რომ უარი თქვა ტყუილად ხელფასის მიღებაზე. აქ დაასრულებს ალბათ კარიერას, ზლატანის გუნდში ყოველთვის დიდი პლიუსია.
3
№4
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Itokshi zlatana arsad ar midis Ra
0
№5
ავტორი: GeorgeBest
29 ივლისი 2017 16:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ პერეირა რას იზამს, ამხანაგურებზე კი მიეცა შანსი მარა ხან სად იდგა ხან სად
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
29 ივლისი 2017 23:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ისე მაგარი წარმოსადგენია კუთხურს რო აწოდებ და მანჩედან მოწინააღმდეგის საჯარიმოში რომ არის:ლუკაკუ,პოგბა,იბრა,ფელაინი,სმოლინგი და ჩაწოდებულ ბურთს თავზე რო ვერ იგებ:)))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2017 00:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია პერეირა გამოიჩენს თავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top