Goal.com-მა პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა.
ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ყოფილი ფეხბურთელი, მასიმო ტაიბი, ბებე და ერიკ-ჯემბა-ჯემბა მოხვდნენ.
მასიმო ტაიბი "იუნაიტედმა" 1998 წელს 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა იმის იმედად, რომ ეს უკანასკნელი ლეგენდარულ მეკარეს, პეტერ შმეიხელს შეცვლიდა. მასიმომ საშინელი თამაშები ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი შეხვედრაა, რომელშიც შედის დამამცირებელი მარცხი "ჩელსის" წინააღმდეგ (5-0). ტაიბი იმავე სეზონში იქნა განათხოვრბული.
ჯემბა-ჯემბა კლუბს 2003 წელს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად შეუერთდა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას თითქმის ვერ ახერხებდა. საბოლოოდ 47 გამართული მატჩის შემდეგ იგი "ასტონ ვილაში" გადაბარგდა.
ბებე "იუნაიტედის" რიგებს 2010 წლის აგვისტოში შეუერთდა, კლუბმა მასში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ტრანსფერის განხორციელება სერ ალექსს მისმა ყოფილმა თანაშემწემ კარლოს კეირუშმა ურჩია და შოტლანდიელმა ტრანსფერი ისე განახორციელა, მომავალი შეგირდის თამაში ერთხელაც არ ჰქონდა ნანახი. ბებე დიდი იმედებით გადავიდა "წითელ ეშმაკებში", მაგრამ საბოლოოდ ეს იმედები არ გამართლდა.
პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი თერთმეტეულიმეკარე: მასიმო ტაიბი ("მანჩესტერ იუნაიტედი");
მცველები: პერ კროლდრუპი (ევერტონი), იგორს სტეპანოვსი (არსენალი), უინსტონ ბოგარდი (ჩელსი);
ნახევარმცველები: ბებე ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ერიკ ჯემბა-ჯემბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტიან ნეგუაი (მანჩესტერ სიტი), ალი დია (საუთჰემპტონი), ბრუნო ჩერიოუ (ლივერპული);
თავდამსხმელები: იანგ პარკი (არსენალი), ბოსკო ბალაბანი (ასტონ ვილა);