ესპანური გრანდის, "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ გუშინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარდა კომენტარი გააკეთა. მან კერძოდ ისაუბრა "იუნაიტედის" ამჟამანდელ მდგომარეობაზე და მათ შესაძლებლობებზე.
"ისინი წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებენ. მათი თამაში საკმაოდ მომხიბლავია. ვფიქრობ "იუნაიტედი" ისეთ გუნდად იქცა, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია.
პირადად ჩემთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი მთავარი კანდიდანტია "ჩემპიონთა ლიგის" და "პრემიერ ლიგის" გამარჯვებისათვის.
არ ვისურვებდი რომ "ჩემპიონთა ლიგაზე" მათ დავუპირისპირდე.
ნეიმერი ძალიან ბედნიერია რომ, ახლა ის თავის მეგობრებს ესაუბრება, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში" არიან გაწევრიანებულნი. ვფიქრობ ის ახლაც მათთან ერთადაა.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ მატჩში გამარჯვების მოპოვების გამო. მართალია ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა ფაქტია რომ გამარჯვება ორივე გუნდს სურდა, ასე რომ ბედნიერი ვარ შედეგით." - დაასრულა "ბარსას" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.