თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2017, 17:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2921,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ვიცი, რომ არ გვყავს საუკეთესო შემადგენლობა, მაგრამ..."
ჟოზე მოურინიოს მოკლე ინტერვიუ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო Mirror-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ვიცი, რომ ჩვენ არ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა, მაგრამ მე მომწონს ეს ჯგუფი. მომწონს მათთან მუშაობა და მომწონს მათთან ერთად ცხოვრება. ფეხბურთშია დიდი ხანია რაც ვარ, მაგრამ ფეხბურთელების ასეთი ჯგუფი, მათ შორის ასეთი ურთიერთობა იშვიათია."

"გუნდებში ყოველთვის არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ მოგწონს. არ მოგწონს მათი პერსონა, მაგრამ აქ განსხვავებული სიტუაციაა. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, ყველა ერთმანეთთან კარგადაა და კარგი ატმოსფეროა."

"გასული სეზონი ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო. თუმცა აქ მე იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მხოლოდ მოგებაზე ვიფიქრო. ჩვენი მიზანია შევქმნათ მომავლის გუნდი, რომელსაც მომავალში დიდი კონკურენციის გაწევა შეეძლება."

"როდესაც "რეალში" მივედი მათ რთული პერიოდი ჰქონდათ. ასევე რთული პერიოდი ჰქონდა "იუნაიტედსაც". "რეალში" სურდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ წასვლა ვამჯობინე. "იუნაიტედში" კი თავს კარგად ვგრძნობ, არ მსურს გუნდიდან წასვლა. მსურს აქ წარმატებულად ვიმუშავო."


წყარო:Mirror
ახალი ამბები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
26 ივლისი 2017 18:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
წელს როგორც ჩანს ბოლომდე არ მოხდება გუნდის ფორმირება მარა მაინც საკმაოდ ძლიერები ვიქნებით და პრემირ ლიგაზე თავისუფლად ვიბრძოლებთ, აი მომავალი წლიდან უნდა შეავსოს სრულად ტრსნფერებით ოდნავ სუსტი წერტილები და მერე ლიგაზეც ვიჩალიჩებთ თავისუფლად. წელსვე როგვყავდეს სანჩესი ან გრიზმანი ვიტყოდი რო ეპლ ხო ჩვენიათქო მარა ლიგის ფინალს ვითამაშებთმეთქი მარა ალბათ ვინგერი მომავალწელს მოვა შესაბამისი კლასი
0
№2
ავტორი: Lalana
26 ივლისი 2017 18:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
აი როგორიც არ უნდა იყოს მიყვარს ეს კაცი რაა,ადრე სხვანაირი ტიპაჟი იყო,ახლა სრულიად შეიცვალა.გენიალური მწვრთნელია და ბაბუს შემდეგ ასეთი ტაქტიკოსი არ გვყოლია.ამ მწვრთნელს შეუძლია თავიდან ბოლომდე ააშენოს გუნდი,გაზარდოს ჩვეულებრივი მოთამაშე ფეხბურთელი რაღაც დონემდე,მისცეს განვითარება.დარწმუნებული ვარ რომ მომავლის გუნდს შექმნის და რამოდენიმე წელში გიგანტადაც ჩამოაყალიბებს.არც ინტერში ჰქონია გადასარევი რესურსი და არც პორტოში მაგრამ შედეგს დებდა,აშკარად ჩანს ჩვენი პროგრესი,შეიძლება საჩემპიონო გუნდი სულაც არვგვყავს,მაგრამ გვყავს მოურინიო რომელსაც შეუძლია ჩემპიონებად გვაქციოს.
1
№3
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2017 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Gundshi Ro eseti atmosferoa yoveltvis dadebitad isaxeba xolme gundze ase Ro velodebit did warmatebebs❤️
0
№4
ავტორი: kobinio
26 ივლისი 2017 19:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
წელს როგორც ჩანს ბოლომდე არ მოხდება გუნდის ფორმირება მარა მაინც საკმაოდ ძლიერები ვიქნებით და პრემირ ლიგაზე თავისუფლად ვიბრძოლებთ, აი მომავალი წლიდან უნდა შეავსოს სრულად ტრსნფერებით ოდნავ სუსტი წერტილები და მერე ლიგაზეც ვიჩალიჩებთ თავისუფლად. წელსვე როგვყავდეს სანჩესი ან გრიზმანი ვიტყოდი რო ეპლ ხო ჩვენიათქო მარა ლიგის ფინალს ვითამაშებთმეთქი მარა ალბათ ვინგერი მომავალწელს მოვა შესაბამისი კლასი

რეალუროცაა,გუნდს რეიტინგი აქვს დავარდნილი მსოფლიო ბაზაზე იგულოსხმება ბოლო სამი წელის გავლენა.მომავალ წელს მგონია ჩემპიონობა პრემიერლიგაში და ლიგაზეც საკადრისი თამაში მეტ პატივისცემას მოგვმატებს და დღეს სახვეწარი ფეხბურთელები აქეთ შეგვეხვეწებიან მომავალში.
0
№5
ავტორი: Temo_Ibra
26 ივლისი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ძაან მაგარი კაცია და წელს ველოდები შედეგებს და თვითონაც თქვა რომ თუ პირველი წელი ცუდი გამომდის მეორეში უკვე არ ვცდებიო და მე მგონია რომ წელს ეპლს დადებს და ჩემპ.ლიგაზეც ღირსეულად გამოვა (თუ ვერ მოიგებს). ასე რომ წარმატებები გუნდს
0
№6
ავტორი: gaga1987
26 ივლისი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დაღვინდა მოურინიო.მომწონს.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2017 19:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს პრემიერ ლიგის ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ. შემადგენლობა ვერ გაძლიერდა, უბრალოდ ზლატანის შემცვლელი მოვიდა გუნდში და სულ ესაა, გვჭირდება კიდევ მინიმუმ ორ პოზიციაზე ფეხბურთელი. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ თუნდაც ჩელსიმ ისედაც ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარდაცვას ბაკაიოკო შემატა
0
№8
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 19:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Lalana
აი როგორიც არ უნდა იყოს მიყვარს ეს კაცი რაა,ადრე სხვანაირი ტიპაჟი იყო,ახლა სრულიად შეიცვალა.გენიალური მწვრთნელია და ბაბუს შემდეგ ასეთი ტაქტიკოსი არ გვყოლია.ამ მწვრთნელს შეუძლია თავიდან ბოლომდე ააშენოს გუნდი,გაზარდოს ჩვეულებრივი მოთამაშე ფეხბურთელი რაღაც დონემდე,მისცეს განვითარება.დარწმუნებული ვარ რომ მომავლის გუნდს შექმნის და რამოდენიმე წელში გიგანტადაც ჩამოაყალიბებს.არც ინტერში ჰქონია გადასარევი რესურსი და არც პორტოში მაგრამ შედეგს დებდა,აშკარად ჩანს ჩვენი პროგრესი,შეიძლება საჩემპიონო გუნდი სულაც არვგვყავს,მაგრამ გვყავს მოურინიო რომელსაც შეუძლია ჩემპიონებად გვაქციოს.

ეგ იმიტო რო ეს კაცი ამ გუნდის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებით იყო,ტავისტავად ფერგის მიმართაც..ჩაქირიმ რო ნანი გააგდო და ამისმა რეალმა გაგვაგდო ამან ეგრევე თქვა პრესკონფერენციაზე რო უკეთესი გუნდი დამარცხდა და გავარდაო..არც რუნის წასვლაა ზუსტად ვიცი ამის ბრალი აქ რო გამოდიოდნენ ზოგი სენტიმენტებით და ამას აგინებდნენ,აქ ისე მოვიდა რო არაფერი არ აქ დასამტკიცებელი,იქ რაულის გასვება და ეგეთი გადაწყვეტილებები თავის ავტორიტეტის დასამტკიცებლად წირდებოდა აქ კიდე ყველამ იცის რო ბოსია და ესეც წყნარად არი და ყველა..ტრანსფერები წელს არ არი საკმარისი რაც გაკეთებული გვაქ მარა მტავარია რო გუნდი გადაეწყო ამის ტაქტიკაზე და სხვანაირად იტამაშებს მომავალ სეზონში,ყველას გვახსოვს ვანგაალის გუნდი რა იყო და თუნდაც ერერა როგორ ყავდა დეგრადირებული რო მარტო უკან პასი იცოდა:))
0
№9
ავტორი: giorgi_mg
26 ივლისი 2017 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ეს გუნდი მოურინიო და კიდევ რამოდენიმე კარგი ახალგაზრდა სუსტ პოზიციებზე 2 წელიწადში ყველა ტურნირზე ფავორიტი იქნება დარწმუნებული ვარ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივლისი 2017 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უყვარს ამ კაცს იუნაიტედი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top