ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციისას მოურინიოს ჰკითხეს, იყო თუ არა დაინტერესებული "იუნაიტედი" ჩიჩარიტოს შეძენით, რაზედაც მან უპასუხა, რომ მექსიკელის შეძენის საჭიროება გუნდს არ ჰქონდა.
"ჩიჩარიტო არ იყო ჩვენი სამიზნე. მან "იუნაიტედი" რამდენიმე წლის წინ დატოვა. არ ვიცი ეს მისი გადაწყვეტილება იყო თუ მწვრთნელის. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გაიტანს გოლს."
"ჩვენ ახალგაზრდა ლუკაკუ შევიძინეთ, გვყავს რაშფორდი, რომელსაც ასევე შეუძლია ფორვარდის პოზიციაზე თამაში. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ჩიჩარიტოს შეძენის საჭიროება არ იყო. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ის არის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც "ვესტ ჰემს" აუცილებლად გააძლიერებს."