ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებზე ახალ კომენტარს აკეთებს.
"ვუდვორდი ყველაფერს აკონტროლებს. მან ჩვენ ლინდელოფი და ლუკაკუ მოგვიყვანა. კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენის სურვილი მაქვს და მან ეს იცის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბალანსი, ამიტომ ერთი ფეხბურთელის მოყვანასაც დავჯერდები. ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაფერი გაცილებით რთულადაა და ეს კარგად მესმის."
"ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მისგან კარგ სიახლეებს ველოდები. კარგი სიახლე ჩემთვის რა თქმა უნდა ფეხბურთელების მოყვანაა, ამასთან რაც შეიძლება მალე, რადგანაც ჩვენ ერთად მუშაობის მეტი დრო გვექნება. თუმცა ასევე კარგი სიახლე იქნება ჩემთვის ერთი ფეხბურთელის მოყვანაც, რადგანაც მე მომწონს ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. მე მჯერავს ჩემი ფეხბურთელების და ამიტომაც ვარ მშვიდად."
"სხვის ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ "ვინგერის" და ნახევარდაცვის პოზიციების გაძლიერებას ვისურვებდი. კიდევ ერთხელ, გვსურს ორი ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ალბათ ერთის შეძენას მოვახერხებთ."