თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2017, 01:07
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3823,
კომენტარები: 7
როცა "ენფილდი" "იუნაიტედის" საშინაო არენა იყო
საინტერესო მონაკვეთი "იუნაიტედის" ისტორიიდან.
როცა
1971 წლის 20 აგვისტოს "ენფილდზე" წითლებში მოთამაშე გუნდი გამოვიდა. მოედანზე შერეული ოვაციები იყო, ბევრგან ნახავდით წითელ-თეთრ შარფებს. ამ გუნდის მოწინააღმდეგე "არსენალი" იყო, რომელმაც ბილ შენკლის "ლივერპულს" ინგლისის თასის ფინალში 2-1 სძლია და იმავე წლის მაისში ოქროს დუბლიც გაიფორმა. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რომ "ენფილდზე" საშინაო გუნდი გახლდათ არა "ლივერპული", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედი".

ეს შეიძლება ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ კლუბი რომელიც "ლივერპულს" ქვეყნის ჩემპიონობაში გაუთანაბრდა და სულ მუდამ ემტერება მას (სტატია დაწერილია 2010 წელს) იყო დრო, როდესაც "ენფილდი" საშინაო არენად გამოაცხადა. 1971 წელს "იუნაიტედს" აკრძალული ჰქონდა "ოლდ ტრაფორდზე" პირველი ორი საშინაო მატჩის გამართვა. მიზეზი ის გახლდათ, რომ გულშემატკივრებმა გასული სეზონის ბოლო საშინაო მატჩში სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს დანები დაუშინეს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ენფილდზე" და "ვიქტორია გრაუნდზე" ("სტოკ სიტის" მოედანი) უნდა ჩაეტარებინა.

ეს იმდენად დავიწყებული ისტორიაა, რომ ფეხბურთელებს, რომლებმაც მაშინ "არსენალთან" გამართულ მატჩში მიიღეს მონაწილეობა ("იუნაიტედმა" 3:1 იმარჯვა) ეს შემთხვევა არც კი ახსოვთ.

"იუნაიტედის" თავკაცი ფრენკ ო ფარელი გახლდათ, მან სერ მეტ ბასბი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გასული გუნდი "ენფილდზე" უკვე მე-4 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა მეორე ტაიმში "იუნაიტედი" ჯორჯ ბესტის კარგი თამაშით "ქამბექს" ახერხებს. ანდრეა გოულინგის გოლი მთელმა "ენფილდმა" აღნიშნა. უცნაურად ჟღერს არა ? ნამდვილად. ეს გოულინგის ყველაზე გამორჩეული მომენტი უნდა ყოფილიყო თითქოს...

"ნამდვილად არ მახსოვს. ვის ვეთამაშებოდით ?" შემდეგ მას შევახსენე, რომ მან "ენფილდზე" "იუნაიტედის" მაისურით "არსენალს" გაუტანა. "იუნაიტედმა" საშინაო მატჩი "ენფილდზე" გამართა ? არა, ეს სისულელეა" - არ იჯერებდა გოულინგი. Guardian -ს კი შემორჩა ფოტო, სადაც კარგად მოჩანდა გოულინგი, რომელიც "ენფილდის" ტრიბუნების წინ "არსენალის" კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა.

იმედია დევიდ სედლერი, "იუნაიტედის" მაშინდელი დაცვის ერთ-ერთი ლიდერი გაიხსენებს ამ შეხვედრას...

"ვთამაშობდი იმ მატჩში ? ნამდვილად არ მახსოვს. ალექსს სტეპნის ("იუნაიტედის" მაშინდელი მეკარე) ჰკითხეთ, მას თითქმის ყველა ჩატარებული მატჩი ახსოვს."
- ამბობდა სედლერი.

ჩვენც აღარ დავაყოვნეთ, მაშინვე მივმართეტ ალექს სტეპნის. იმ შეხვედრაში სტეპნიმ ჯორჯ არმსტრონგს სასწაული საჯარიმო დარტყმა აუღო, რის შედეგადაც "იუნაიტედი" თამაშში დარჩნა, მაშინ გუნდი 0:1 აგებდა. კლუბის ისტორიაში სტეპნი გამორჩეულია...ერთადერთი მეკარე, რომელსაც "ენფილდის" სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ "იუნაიტედის" მაისურს ატარებდა.

"მახსოვს როცა "ოლდ ტრაფორდზე" თამაში აგვიკრძალეს, მაგრამ შემდეგი მატჩები სად და როგორ ჩავატარეთ არ მახსოვს" - განაცხადა სტეპნიმ.

"ენფილდზე" მხოლოდ ერთი მოგებული მატჩი მახსოვს 1969 წელს, ისიც "ლივერპულის" წინააღმდეგ ანგარიშით 4:1. კარგია რომ მეორე მატჩიც მომიგია აქ (იცინის).

"იუნაიტედის" კაპიტანმა ბობი ჩარლტონმა მეორე გოლი "არსენალს" საჯარიმო დარტყმით გაუტანა, მატჩში წერტილი კი ბრაიან კიდმა დასვა შეხვედრის ბოლო წუთებზე.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ მატჩს სრულად იხსენებს დიქტორი ჯორჯ სეპტონია, რომელიც მაშინ "ენფილდზე" მუშაონდა.

"მახსოვს ნახევრადსავსე ტრიბუნები. ეს ჩემთვის უცნაური იყო, მატჩი პარასკევს, ნახევრადსავსე ტრიბუნები და სრული სიმშვიდე."

"თუ არ ვცდები ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მესამე მატჩი იყო დიქტორირ როლში. ბიბლიაზე ვერ დავიფიცებ, მაგრამ მახსოვს რომ "You'll never walk alone" მაშინ "ენფილდზე" არ გაჟღერებულა. "ენფილდი" რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, მაგრამ მე ამ მატჩის გახმოვანებით დამატებითი ფუნტები მივიღე. ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, ცოლიც ახალი მოყვანილი მყავდა და ახალი სახლის ყიდვაც მოვახერხე, ამიტომ კმაყოფილი ვარ (იცინის)."


"ლივერპულის" ყოფილი სეკრეტარი პიტერ რობინსონი აცხადებს, რომ დღეს ეს შემთხვევა შესაძლოა ბევრს ზღაპრად მოეჩვენოს, მაგრამ მაშინ "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის ისეთი მძაფრი დაპირისპირება არ იყო როგორც დღესაა და სწორედ ამიტომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.

"1960-იან წლებში "ლივერპულის" მთავარი მოწინააღმდეგე "ევერტონი" გახლდათ. შემდეგ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე "იუნაიტედი" გახდა, რადგანაც მათ შესანიშნავი პერიოდი ჰქონდათ. ახლა კლუბებს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა"


მაშინ ინგლისის ფეხბურთში ხულიგნების პრობლემა იყო, ყოველ მატჩზე უამრავი ინციდენტი ხდებოდა. ამ მატჩის შემდეგაც 100 გულშემატკივარი იქნა მოედნიდან გაძევებული, მოედნის ახლოს მდებარე სახლები აგურებით იყო ჩამტვრეული, 600 გულშემატკივარი კი პოლიციამ დააპატიმრა.

ასე დასრულდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ენფილდის", როგორც საშინაო არენის ისტორია...

თარგმნა: დავით სირაბიძე

წყარო:Guardian
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
25 ივლისი 2017 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაი სტატია არის... მაგრამ ესარვიცოდი მე ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: giorgiginturi
25 ივლისი 2017 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
საღოლ დავით, კარგიააა... ასეთი სტატიებიც საჭიროა, ჩვენ გულშემატკივრები ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ რაღაც მაინც იმ ძველ წარსულში fellow ჩვენ არ ვართ (ბარსა_რეალის) ,,ფანები,, რომლებმაც არამც თუ წარსული არამედ აწმყოშიც კი არც იციან ბოლომდე თავიანთ კლუბის სრული შემადგენლობა..
და გამოდიან და პირი დაუღიათ wink ენა დაუგრძელებიათ და ჭკუას გარიგებენ.. თაობა რომელიც გარტყმაშიც არარის.. თუ რა არის ფეხბურთი!

manchester united და ეს არარის მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, ეს სიყვარული სიცოცხლე ოჯახი გულის ცემა და ტკივილი, პატივისცემა გრძნობაა ცხოვრების, აქ ღირებულია დაფასებული ყოველი წამი..
და არა ის რომ თითოუელი ფეხბურთელი რომელიც შენს გამო გამოდის იხარჯება იბრძვის გოლს შენ გიძვნის, შენივე ქალაქში ქვეყანაში ფონდს გიხსნის შენვე გეხმარება ადამიანად გთვლის პატივს ცემს შენს მხარდაჭერას და ,,შეეენ,, ვიღაც დორბლიანი დგახარ და უსტვენ...
ხხხთთფფფუუიიი თქვენი დედაც................. wink
1
№3
ავტორი: Iunaitedi
25 ივლისი 2017 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ara ro araxsovt egaa kaifi wink
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
25 ივლისი 2017 09:28
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
სტატიასთან არაფერ შუაშია,მარა მაგარი კაიფია. მოურინიოს შეხვედრა ბეილთან. რაუთხრა გასახდელში :):):):) https://www.facebook.com/europebet/videos/764150977080509/

მაგარი კაცია მოუ რა და თან შებერტყილი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2017 10:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა დავით, საინტერესო სტატიაა
0
№6
ავტორი: ikeoni
25 ივლისი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sagol davit Magari Sainteresoa yoveltvis eseti statiebis wakitxva da codna
0
№7
ავტორი: stepno
25 ივლისი 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sainteteso iyo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top