თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2017, 13:14
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2133,
კომენტარები: 14
ჟოზე მოურინიო: "მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა მოტივაცია დაკარგეს"
მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო:
"რეალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზე ჟურნალისტებს გაესაუბრა.

პირველი ტაიმი

"კარგი ვარჯიში გვქონდა. პირველი ტაიმი ძალზედ კარგად ჩავატარეთ ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ. მეორე ტაიმში როცა მოედანზე "რეალის" ახალგაზრდები გამოვიდნენ ფეხბურთელებმა მოტივაცია დაკარგეს. დავკარგეთ ინტენსივობა და განწყობა. მეორე ტაიმში არ გამოვიდა მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ."

ერერას ტრავმა

"ცუდია, რომ კიდევ ერთი ტრავმა გვაქვს. მან უხერხული დარტყმა მიიღო, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ სერიოზული არაფერია."

უცნაური პენალტების სერია

"დიახ, ეს მართლაც უცნაური პენალტების სერია იყო, მაგრამ ეს სეზონის დასაწყისია. თუმცა სიმართლე გითხრათ მე უბრალოდ გამოვცადე ისინი, რადგანაც ფეხბურთელები რომლებმაც პენალტი დაარტყეს მთავარ შემსრულებლებად არ მიიჩნევიან."

მარსიალის თამაში

"ჩვენ მის თამაშში სტაბილურობა გვინდა. დღეს მას კარგი მატჩში ჰქონდა და ამიტომაც დავტოვე ის მოედანზე 90 წუთით. ის თამაშისგან სიამოვნებას იღებდა, ცდილობდა ახალი მიღებები დაემუშავებინა რაც ამხანაგური მატჩისთვის სრულად მისაღებია. ასეთი მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯრებულობას ჰმატებს. მარსიალი ახლა უფრო მეტად მუშაობს ვიდრე ადრე, მას სურს რომ სტაბილურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელი გახდეს და ეს რა თქმა უნდა კარგია."

ზიდანის წარმატება

"მე არ მიკვირს მისი წარმატება. მათ ახლა კარგი პერიოდი აქვთ და ამასთან მათ გუნდში უმაღლესი დონის ინდივიდუალისტებიც არიან."
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
24 ივლისი 2017 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 493
"ჩვენ მის თამაშში სტაბილურობა გვინდა. დღეს მას კარგი მატჩში ჰქონდა და ამიტომაც დავტოვე ის მოედანზე 90 წუთით. ის თამაშისგან სიამოვნებას იღებდა, ცდილობდა ახალი მიღებები დაემუშავებინა რაც ამხანაგური მატჩისთვის სრულად მისაღებია. ასეთი მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯრებულობას ჰმატებს. მარსიალი ახლა უფრო მეტად მუშაობს ვიდრე ადრე, მას სურს რომ სტაბილურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელი გახდეს და ეს რა თქმა უნდა კარგია."
ყოჩაღ ჟოზე !!! იმედია მარსიალს სკამზე არ დასვამ !!!
0
№2
ავტორი: ROI
24 ივლისი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
Didi gundi maniu da didi mwvrtneli joze momewona tamashi marsiali gansakutrebit da moutbenlad veli 8 agvistos
0
№3
ავტორი: dybbuk
24 ივლისი 2017 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1115
სტაბილური მარსიალი ნებისმიერ გუნდს დახატავს, უნდა გადალახოს ეს ცუდი პერიოდი, მაგ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მისი საფეხბურთო ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზეა და რაც მთავარია კიდე შეუძლია რო მოუმატოს და უფრო დაიხვეწოს. ტიპმა არაფრისგან შექმნა გოლი, ბრავო!!! პატარა ბავშვივით მიხაროდა მარსიალის დრიბლინგი, მემგონი თვითონ მასზე მეტადაც:D
აი ვერატი თუ დავითრიეთ, ამ გუნდს ყველანაირად შესწევს იმის ძალა რო ლიგაზე ბოლომდე ვიბრძოლოთ და მოვიგოთ კიდეც. ვიდალზეც დაიწერა და ვერატის ალტერნატივად ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივლისი 2017 13:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7211
მარსიალის მონდომება იგრძნობოდა და იმედია ასე გააგრძელებს მინიმუმ
0
№5
ავტორი: ikeoni
24 ივლისი 2017 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7140
Marso am sezonshi saocrebebs izams gadalaxa is cudi periodi❤️
0
№6
ავტორი: rooney pogba
24 ივლისი 2017 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
Midis bichebi aba tqven icit mougot sirebs
0
№7
ავტორი: gaga1987
24 ივლისი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1274
ძალიან მინდა რო ათამაშდეს და დაააუმტკიცოს სუყველას რომ ცდებოდნენ.წარმატებები მარსოს და მთლიანად მანიუს.გგმუ ;)
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
24 ივლისი 2017 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1030
წელს ლიგაზე დიდი ანგარიშ გასაწევი გუნდი ვიქნებით ერთი ორი ტრასფერი გვინდა კიდე მე პირადათ ლინდელოფი არ მომწონს და კიდე ვიყიდდი მცველს და ერთ შემტევს და ეგ არის იკარდის მოვიყვანდი ინტერიდან და მცველს ვიყიდდი ფონტეს დავიმატებდიde gea jose fonte smalling rojo valensia herrera pogba mata mkhitarian marsial lukaku ) zamenebi meyoleboda romero lindelofi rashfordi ibrahimovichi carrick jones icardi მშვენიერი კამანდააა ლიგის მოსაგებად
2
№9
ავტორი: Tyeshela
24 ივლისი 2017 14:41
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 93
ციტატა: dybbuk
სტაბილური მარსიალი ნებისმიერ გუნდს დახატავს, უნდა გადალახოს ეს ცუდი პერიოდი, მაგ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მისი საფეხბურთო ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზეა და რაც მთავარია კიდე შეუძლია რო მოუმატოს და უფრო დაიხვეწოს. ტიპმა არაფრისგან შექმნა გოლი, ბრავო!!! პატარა ბავშვივით მიხაროდა მარსიალის დრიბლინგი, მემგონი თვითონ მასზე მეტადაც:D
აი ვერატი თუ დავითრიეთ, ამ გუნდს ყველანაირად შესწევს იმის ძალა რო ლიგაზე ბოლომდე ვიბრძოლოთ და მოვიგოთ კიდეც. ვიდალზეც დაიწერა და ვერატის ალტერნატივად ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება.

თან ცოლს დაშორდა მგონი წინა სეზონში, ბავშვიც ყავს 1 წლის თუარ ვცდები და შეიძლება ყველაფერმა იმქომედა + ახალი მწვრთნელი სხვა მოთხოვნილებები.
0
№10
ავტორი: giorgi_mg
24 ივლისი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1190
მარსიალს თუ დააკვირდებით ხანდახან გათიშვები ჭირს ხოლმე, მგონი კონცენტრაციის პრობლემა აქვს, დიდი იმედი მაქ რომ დაბრუნდება ეს ბიჭი და თავის სიტყვას იტყვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

21 აპრილი 2019, 16:30
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
24 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი
სიტი
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი
ჩელსი
პრემიერ ლიგა
ევერტონი21 აპრილი
სიტი24 აპრილი
ჩელსი28 აპრილი

წინა მატჩები

16 აპრილი 2019, 23:00
ბარსელონა3
იუნაიტედი0
ჩემპიონთა ლიგა
13 აპრილი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ვესტ ჰემი1
პრემიერ ლიგა
10 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი0
ბარსელონა1
ჩემპიონთა ლიგა
ბარსელონა16 აპრილი
ვესტ ჰემი13 აპრილი
ბარსელონა10 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top