თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 10:45
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2651,
კომენტარები: 8
ჟოზე მოურინიო: "დე ხეა ჩვენთან რჩება"
მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "რეალ მადრიდთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

შემადგენლობა "რეალთან"

"მცველების განსხვავებული ოთხეულით ვითამაშეთ. "სიტისთან" მატჩში პირველ ტაიმში სხვა ოთხეული გვყავდა და მეორე ტაიმში სხვა. მხოლოდ ანტონიო ვალენსიამ ითამაშა უფრო მეტი, რადგანაც მან "რეალ სოლტ ლეიქთან" მატჩში მოედანი მალე დატოვა. ყველა ჩატარებულ მატჩში მეკარეებსაც ვცვლიდით. ასე იქნება "რეალთან", მე ვთქვი რომ სათამაშო დროს ყველას მივცემდი და ეს ასეც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს მოვიგებთ თუ წავაგებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ვივარჯიშოთ და სათამაშო დრო მივიღოთ. "სიტისთან" მატჩში დაცვაში ბაიი-ჯონსის, ლინდელოფი-სმოლინგის წყვილი თამაშობდა. "რეალთან" მატჩში ბაიის და ლინდელოფს მეწყვილეებს შევუცვლი. ჩვენ ხვალ ტესტი უნდა გავიაროთ, დიახ ეს წინადადება ზუსტად ასახავს ხვალინდელ მატჩს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მთავარია ფეხბურთელების სათამაშო დრო. ხვალ დარმიანს, მენსას, ტუანზებესა და მიტჩელს ვათამაშებ, ზოგ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მივცემ, რადგანაც "სიტისთან" მატჩში იყვნენ ფეხბურთელები რომლებმაც 90, 75 წუთი ითამაშეს და ახლა დროა თავი სხვამ გამოიჩინოს."

შოუს, იანგის და როხოს გამოჯანმრთელება

"პრემიერ ლიგის დასაწყისისთვის მათგან ვერცერთი ვერ იქნება მზად. პირველი ვინც გამოჯანმრთელდება ლუკ შოუა, როხო ბოლო, ხოლო იანგი სადღაც მათ შორის. მოკლედ, შოუ სექტემბერი, იანგი ოქტომბერი და როხო დეკემბერი, შესაძლოა იანვარიც. რა თქმა უნდა ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ მათი ყოფნა ჩვენთან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ ისინი ჩვენთან ვარჯიშობდნენ და არა განმარტოებით."

დე ხეა არ წავა

"შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ამ სეზონში კლუბს ის არ დატოვებს. ვგრძნობ, რომ წასვლა მისთვის რთული იქნება. დავიდი ძალზედ პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. მე ვიცი როდის სურთ ფეხბურთელებს წასვლა და როცა ეს სურთ მე მათ გზაზე აღარ ვეღობები. როდესაც ფეხბურთელს აღარ უნდა შენთან თამაში შენ მისგან ვეღარ ღებულობ იმას რასაც ელოდები. დე ხეა ჩვენთან ბედნიერია, კონცეტრირებულია და გულმოდგინედ ვარჯიშობს. 100% რომ ის ჩვენთან რჩება."

რომერო დე ხეას პროგრესში ეხმარება

"ორივე მათგანით მოხიბლული ვარ. საუკეთესო რაც შეიძლება დე ხეასთვის მომხდარიყო ეს რომეროს სათამაშო ფორმა იყო გასულ სეზონში, რადგანაც აქამდე დე ხეა ფაქტობრივად უალტერნატივო იყო და მას ძირითადში გარანტირებული ადგილი ჰქონდა, გასული სეზონის შემდეგ კი ის სხვანაირად ვარჯიშობს. ორივე მათგანი უმაღლესი კლასის მეკარეა და ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგია. სხვადასხვა მომენტში, საჭიროებისას, მოწინააღმდეგისას მე შემიძლია მათ შორის არჩევანი გავაკეთო, რადგან ისინი მართალია მაღალი კლასის, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული მეკარეები არიან. პერეირა მათთან ერთად ყოფნით და თამაშით ბევრს ისწავლის. ხვალ რომერო და დე ხეა მოედანზე 45-45 წუთს გაატარებენ. არ დაგვავიწყდეს სემ ჯონსტოუნიც რომელიც არენდით იმყოფება "ასტონ ვილაში". საბოლოო ჯამში ჩვენ კარგი მეკარეები გვყავს."

ვინ ითამაშებს ევროპაში, დე ხეა თუ რომერო ?

"ეს დამოკიდებულია ფორმაზე, მოწინააღმდეგეზე და პრემიერ ლიგის გასულ თუ ჩასატარებელ მატჩზე. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ "იუნაიტედს" დღეს ორი ძალიან კარგი, მაღალი კლასის მეკარე ჰყავს."
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივლისი 2017 10:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც სასიამოვნო იქნება რეალთან მოგება, მთავარი სათამაშო დროა მარა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგებაც გვინდა :D
1
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
23 ივლისი 2017 10:52
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გამოიძროს ახლა რეალმა. ფაქტიურად უთხრა სურვილიც კი არ აქვს სხვაგან წასვლისო. იმედია რეალი კურტუას ან დონარუმას იყიდის და ტვინს აღარ მოდღნავენ. და ვაბშე დაბლოკონ რეალთან ყველანაირი ურთიერთობა რა. როგორ მეზიზღება ეგ იღბალა გუნდი.
1
№3
ავტორი: gache1991
23 ივლისი 2017 10:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მშვენიეეერი.დარჩი დევიდ რამდენიემ წელიც და შმეიხელი ვანდერსარზე მეტი თუ არა ნაკლები არავითარ შემთხვევაში იქნები:))
0
№4
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2017 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Yvelaze naklebad am zafxuls vnerviulobdi dexeas wasvlashi...darwmunebuli viyavi Ro arsad ar wavidoda
0
№5
ავტორი: GeorgeBest
23 ივლისი 2017 11:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამხანაგური დიდად არ მაღელვებს მარა აი სუპერთასზე როგორ მინდა დედა მოუ****
0
№6
ავტორი: stepno
23 ივლისი 2017 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: GeorgeBest
ამხანაგური დიდად არ მაღელვებს მარა აი სუპერთასზე როგორ მინდა დედა მოუ****

მეც მაგის იმედიმაქ მაგრამ კარგი იქნება ეხლაც თუ მოუგებთ wink
0
№7
ავტორი: dato321dato
23 ივლისი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
radgan tqva baiis da lindelofs shevucvli mewvileebso gamodis ro dziritadshi mat moiazrebs mara lindelofis tanashic agfrtovanebuli verdavrchi didat da tan baiis sharshandel sezond tu gavixsenebt dzaan bevri shemtxveva iyo roca dzaan riskianat midioda fexburtelze da wamit ro daeswrot bevrjer gaawitlebdnen ase rom tuar daixvewa sadgac dagupavs gunda nu axla realutad sxva uketesic argvyavs da tu dziritadshi sulitamashebs aramgonia ganvitarebashi daexmaros ase rom erti perspeqtiuli centri kide gvinda ro konkurenciam aiwios martalia bevrni arian magram daaxloebit erti donis ese shors verwavalt chemiazrit
0
№8
ავტორი: Manstark_United
23 ივლისი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
რეალი და ბარსელონა მართლა გამოცდაა გუნდისთვის. ამხანაგურია,მაგრამ მაინც,კარგ ყაიდაზე უნდა ვეთამაშოთ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top