თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 22:57
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 7
მაიქლ ქერიქი: "მიზანი ტიტულის მოგებაა"
მაიქლ ქერიქი ახალი სეზონის გეგმებზე საუბრობს.
მაიქლ ქერიქი:
მაიქლ ქერიქი, ახლა უკვე გუნდის კაპიტანი აცხადებს, რომ გუნდისთვის მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მოგებაა.

"ჩვენ ტიტულების გამო ვთამაშობთ. ან მოიგებ ჩემპიონატს ან წააგებ და არაფერს მიიღებ. მხოლოდ და მხოლოდ ადგილი ოთხეულში ? არა, ეს ჩვენთვის მიუღებელია"

"გუნდში ცვლილებების დრო იყო, ზოგი ფეხბურთელი წავიდა და ზოგიც მოვიდა. ყოველთვის შეუძლებელია ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს პრეტენზია მოგებაზე"

"ტიტული აქ ჩემს პირველსავე სეზონში მოვიგე. ჩემპიონატს ჩვენ რეგულარულად ვიგებდით და ამას რა თქმა უნდა მივეჩვიე. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი ამოცანა იყო, რომელსაც გუნდი თითქმის ყოველთვის ასრულებდა."

ქერიქმა ასევე იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც "იუნაიტედში" ზოგმა ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა.

"იუნაიტედი" სხვა დონეა. ამ გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ მათ თავი ვერ გამოიჩინეს. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ამ კლუბში განსხვავებული სტანდარტები, მოლოდინები და ყურადღებაა, რომელსაც ალბათ სხვაგან ვერსად შეხვდები. იმისათვის რომ აქ წარმატებას მიაღწიო შენ ეს ყველაფერი უნდა დააკმაყოფილო. უპირველეს ყოვლისა შენ ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ."

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
21 ივლისი 2017 23:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე არვიცი ვინ ოვა მესამე ფეხბურთელი მარა ამ სასტავითაც ძაან თავისუფლად შეუძლიათ პრემიერლიგის დადება, ლუკაკუ არის კაცი ცხოველი ყველაფერი აქვს მასტს, სისწრაფე დარტყმა დრიბლონგი ჯანი რავიცი და სიტისთან რაც ითამაშა სასწაული იყო იდეალურად მოერგო გუნდს, ტიპი ცხოველია დაგეშიალია ბურთზე, მცველების კოსმარია იმენა წელს ტიტული უნდა დადონ პოგბამ,რაშფორდამა ლუკაკუმ ამ სამზე ბევრი იქნება დამოკიდებული!!!
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2017 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბებერი ლომი :))
0
№3
ავტორი: Tyeshela
21 ივლისი 2017 23:21
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ვერატი გვინდა ბიჭებო ვერატი. და მერე უკვე შეიძლება რაღაცებზე ლაპარაკი.
1
№4
ავტორი: giorgi_mg
22 ივლისი 2017 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვერატი ერერა პოგბა ცენტრში რა კლასნი იქნება, აგვიხდინონ ეს ოცნება ხო შეიძლება არა?!
0
№5
ავტორი: ikeoni
22 ივლისი 2017 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Am sezonshi yvela magas velodebit ❤️
0
№6
ავტორი: Manstark_United
22 ივლისი 2017 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: shotkin
მე არვიცი ვინ ოვა მესამე ფეხბურთელი მარა ამ სასტავითაც ძაან თავისუფლად შეუძლიათ პრემიერლიგის დადება, ლუკაკუ არის კაცი ცხოველი ყველაფერი აქვს მასტს, სისწრაფე დარტყმა დრიბლონგი ჯანი რავიცი და სიტისთან რაც ითამაშა სასწაული იყო იდეალურად მოერგო გუნდს, ტიპი ცხოველია დაგეშიალია ბურთზე, მცველების კოსმარია იმენა წელს ტიტული უნდა დადონ პოგბამ,რაშფორდამა ლუკაკუმ ამ სამზე ბევრი იქნება დამოკიდებული!!!

მარსიალიც მიუმატე.რაშფორდზე არანაკლები მომავალი აქვს,თუ მწვრთნელი მასზე იმუშავებს. ჩემი აზრით,შემტევი ტრიო ვიპოვეთ და ჟოზემ უნდა სცადოს.
-------მარსიალი---ლუკაკუ---რაშფორდი----------
------------------------პოგბა-----------------------------
3-4-3 ტაქტიკაში მარცხენა შემტევი მარსიალი,ფორვარდი ლუკაკუ და მარჯვენა შემტევი რაშფორდი.
4-3-3 ტაქტიკაშიც იგივე.4-2-3-1-ში ვერც მარსიალი და ვერც რაშფორდი ვერ იხსნებიან. დაცვიდან ბურთის ამოტანა მაგათი საქმე არ არის და იმიტომ.
0
№7
ავტორი: gache1991
22 ივლისი 2017 11:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
შენ გენაცვალე მაიკლ:)) როგორ მახსოვს ამის გამოცენა ტავიდან ცოტა ეწვის თვალით უყურებდი,ბევრი არაფერი ქონდა გაკეთებული არც ტოტენჰემში და არც ვესტჰემში მაგრამ..საოცრებაა ტიპი იმენა მანჩესტერის როჯერ ფედერერია :)) ერერამ ზალიან ბევრი ისწავლა ამისგან..ისეთი ისტორია ქინება ფილმების რო ისევ ტოტენჰემიდან მოვიყვანოთ დაიერი,პირველ წელს ეპლ მოვიგოთ და მეორე წელს ლიგა ,ასე იყო ამის მოსვლისას თუ სწორად მახსოვს..ააარ მინდა ეს მატიჩი და მომკალი:D არც 25 ად არც 15 ად :)) მითუმტეს 45 ად გაზეთები როო წერენ..ცელსიმ კანტეც და ბაკაიოკოც 35-35 იყიდა კაი რა მატიჩში 45 იქნება .....მიამატეთ 25 იც და ლევი დედამისს გამოაყოლებს დაიერს:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top