თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2017, 23:34
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4047,
კომენტარები: 13
როგორ ხორციელდება ტრანსფერები?
სტატია იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ტრანსფერები დღევანდელ დღეს.
როგორ ხორციელდება ტრანსფერები?
ჯეიკ კოხენი, სპორტული იურისტი, რომელსაც ბევრ ხმაურიან ტრანსფერში მიუღია მონაწილეობა მნიშვნელოვან სატრანსფერო დეტალებს გაგვაცნობს, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად შემოგთავაზებთ.

როგორ ხორციელდება ტრანსფერები ?

ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელებისას გვაქვს მოლაპარაკების სამი ძირითადი ტიპი, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს: მოლაპარაკება გუნდებს შორის ტრანსფერის ფასზე, შემძენი გუნდის მოლაპარაკება აგენტთან მისი კლიენტის თაობაზე და შემძენი გუნდის მოლაპარაკება ფეხბურთელის აგენტთან მისი პირადი ბონუსების თაობაზე.

მხოლოდ გამყიდველ გუნდს აქვს უფლება გასცეს ნებართვა ამ მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა აქ არიან შუამავლებიც, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გუნდებს შორის მოლაპარაკებებში და აფორმირებენ თვითონ ფეხბურთელის ინტერესს ამ ტრანსფერში. ხშირად სწორედ ეს ბურუსით მოცული შუამავალი მხარე იწვევს გაუგებრობას და ერთ-ერთი მხარის დადანაშაულებას. ამის ნათელი მაგალითია ვირჯილ ვან დაიკის ტრანსფერი, სადაც "საუთჰემპტონმა" "ლივერპულს" ფეხბურთელის უკანონო გადაბირებაში დასდო ბრალი.

მოლაპარაკებების დიდი ნაწილი სწორე Whatsapp -ის მეშვეობით მიმდინარეობს. ბევრი აგენტი თუ გუნდის ხელმძღვანელი ამ პროგრამას შემდეგი მიზეზების გამო ირჩევს: მათ ხელში ყოველთვის აქვთ ტელეფონი, უფრო მარტივია ვიდრე ელექტრონული ფოსტა, შესაძლებელია ჯგუფური "ჩათის" შექმნა, ნათლად ჩანს იღებს ადრესატი ინფორმაციას თუ არა,შესაძლებელია გამოიყენო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ამასთან პროგრამაში ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ არ იცვლება მისი თანხმობის გარეშე. ასე მაგალითად, გუნდის წარმომადგენელმა დაიწყო ურთიერთობა სხვა გუნდის წარმომადგენელთან სხვა ქვეყანაში და მას აქვს ახალი ელექტრონული ფოსტა, ახალი ტელეფონის და ოფისის ნომერი, მაგრამ Whatsapp -ში მისი ნომერი უცვლელი რჩება. ამიტომ დაინტერესებულ პირს უმარტივდება მისი მოძებნა და მას აღარ უწევს ახალი საკონტაქტო მონაცემების მოძიება.

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ დღეს Whatsapp უკონკურენტოა და მას ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ამ სფეროში.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნის თაობაზე მოლაპარაკებები სწორედ ამ პროგრამით დაიწყო, 1 თვის შემდეგ კი ის "ევერტონში" გადავიდა.

რას ნიშნავს მრავალმხრივი შეთანხმება ?

როდესაც ცნობილი გახდა, რომ პოგბას ტრანსფერში მინო რაიოლა იყო მთავარი მონაწილე, ეს ყველას გაუკვირდა. მაგრამ წელს უკვე ვნახეთ, რომ "ჩელსიმ" ლუკაკუს შეძენაზე უარი სწორედ მინო რაიოლასთვის გადასახდელი ბონუსების გამო თქვა.

ასეთი მრავალმხრივი შეთანხმებები სრულიად ბუნებრივია საფეხბურთო სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ინგლისური კლუბებისთვის. გაგიკვირდათ ? ლუკაკუს ტრანსფერში რაიოლა აწარმოებდა მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფეხბურთელის კონტრაქტზე, ასევე "იუნაიტედის" მხრიდან რაიოლა აწარმოებდა მოლაპარაკებებს "ევერტონთან".

დღეს ასეთი ფორმა ძალზედ მიღებულია, რადგანაც ასე მხარეებს უადვილდებათ შეთანხმება, ფეხბურთელს კი აგენტისთვის აღარ უწევს თანხის გადახდა. ამასთან ასეთი პროცესის გაკონტროლება ძალზედ მარტივიცაა.

რატომ აცხადებს ზოგიერთი გუნდი ფეხბურთელის შეძენის შესახებ ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ?

ოფიციალურად საერთაშორისო ტრანსფერების დადასტურება სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე, ანუ პირველ ივლისამდე არ ხდება. მაშინ რატომ ვხედავთ, რომ არაერთ ტრანსფერს გუნდები ამ რიცხვამდე აანონსებენ ? მაგალითად "სიტიმ" ბერნარდუ სილვას შეძენის შესახებ პრემიერ ლიგის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ, 26 მაისს გამოაცხადა.

მართალია ფეხბურთელს პირველ ივლისამდე არ შეუძლია ახალ გუნდში რეგისტრირება, მაგრამ ფეხბურთელსა და გუნდებს შეუძლიათ ყველა პირობის შეთანხმება ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე. უმეტესი გუნდისთვის ფინანსური წელი 1 ივლისს იწყება და 30 აგვისტოს სრულდება, რაც ზუსტადაც რომ დაკავშირებულია სატრანსფერო ფანჯარასთან.

რატომაა მნიშვნელოვანი ფინანსური წლის და სატრანსფერო ფანჯრის ერთმანეთთან ასე სიახლოვე ? ეს გუნდებს ხელს აძლევს განახორციელონ დანახარჯები ან უკვე ფინანსურ წლის მიწურულისკენ, ან ახლად დაწყებულ ფინანსურ წელში. მაგალითად "ბარსელონამ" ფაბრეგასის "ჩელსიში" ტრანსფერი 2014 წლის ივნისის თვეში დაასრულა, რამაც საშუალება მისცა გუნდს შემოსული მოგება აღერიცხა იმ ფინანსური წლის დასრულებამდე. თუმცა კი ფაბრეგასი "ჩელსის" ფეხბურთელი პირველ ივლისამდე ვერ გახდებოდა, რადგანაც მას რეგისტრაცია არ ექნებოდა გავლილი.

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია მარკეტინგული მხარეებიც. "ჩელსის" კონტრაქტი "Adidas"-თან 30 ივნისს უმთავრდებოდა, ხოლო "Nike"-სთან ახალი კონტრაქტი კი 1 ივლისს შედიოდა ძალაში. "ჩელსიმ" და "Nike"-მა ერთმანეთთან 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ლონდონელები £900 მილიონზე მეტს მიიღებდნენ. ამიტომაც მათ არ აწყობდათ დროის დაკარგვა, ფაბრეგასი "Adidas"-ის ფორმაში განაცხადეს და ამით კომერციული სარგებელიც მიიღეს.

ამას გარდა ზოგი ტრანსფერი მართლაც დროში იწელება მოლაპარაკებების გამო, ზოგიც იმიტომ რომ ფეხბურთელები სხვადასხვა შეჯიბრებებზე გამოდიან და შემდეგ მათ გვიან უწევთ არდადეგებიდან დაბრუნება. თუმცა ეს კიდევ არ არის ის მიზეზები, რამაც შეიძლება მოლაპარაკებები სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანოს. მაგალითად მოლაპარაკებების გაწელვის ან ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს სამუშაო ნებართვის ვერ მიღება და ა.შ

გუნდებს სატრანსფერო დანახარჯის ამოღება გაყიდული მაისურებით შეუძლიათ - მართალია ?

ბევრი მიიჩნევს, რომ დახარჯული თანხის ამოღება ფეხბურთელის მაისურის გაყიდვიდან შემოსული ფულით შეიძლება , მაგრამ ეს სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება.

ფორმის გაყიდვა - ეს პარტნიორობის არამთავარი მიზანია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიაა, რომელსაც იყენებს ფორმის დამზადებელი კომპანია იმისთვის, რომ გუნდის ბრენდი გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. ჩვეულებრივ ამისგან გუნდები წლიურ შემოსავალს იღებენ ხოლმე. ასე მაგალითად "იუნაიტედი" "ადიდასისგან" 75 მილიონ ფუნტს იღებს წლის ბოლოს, "ჩელსი" 60 მილიონ ფუნტს და სხვა.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავი ფეხბურთელის შეძენა არ არის მაისურების უზარმაზარი რაოდენობის გაყიდვის გარანტია, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. ძირითადად ასეთი ფეხბურთელების მაისურები იმ რეგიონში იყიდება ყველაზე მეტად, სადაც ის წარმოშობითაა. ამასთან ადამიანი რომელიც აპირებდა მაისურის ყიდვას, ყიდულობს ახალმოსული ფეხბურთელის მაისურს და უარს ამბობს იმ ფეხბურთელის მაისურის შეძენაზე, რომელიც მის საყვარელ გუნდში უკვე თამაშობს.

მაისურების გაყიდვა რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ არის მოგება და სარგებელი გუნდისთვის, მაგრამ ეს უპირველესი სარგებელია ფორმის დამზადებელი კომპანიისთვის. ისინი უბრალო ლოგოს დატანებაზე არ შეიწუხებდნენ თავს, თუ დარწმუნებულნი არ იქნებოდნენ მის მომგებიანობაში. "Adidas" -ის გენერალური დირექტორი გერბერტ ხაინერი აცხადებს, რომ ათწლიანი შეთანხმებით "იუნაიტედთან" ისინი £1,5 მილიარდ ფუნტს გამოიმუშავებენ, მაშინ როცა "იუნაიტედი" £750 მილიონს მიიღებს.

რატომ არ აწარმოებენ საფეხბურთო გუნდები ფორმებს თვითონვე და რატომ არ იღებენ ისინი 100% სარგებელს ? პასუხია მარტივია, ისინი საფეხბურთო გუნდები არიან და არა მწარმოებლები. მათ არ აქვთ მსოფლიო სავაჭრო ქსელი, რომელიც ამ ფორმების გავრცელებას უზრუნველყოფდა. ზოგიერთი გუნდი ამას საკუთარ საიტზე განთავსებით ცდილობს, მაგრამ ეს გლობალურ ბაზართან შედარებით არაფერია.

გუნდებს გაყიდვებისთვის არ ექნებათ ისეთი რესურსი როგორიც მაგალითად Nike-ს ან Adidas-ს აქვს. მაგალითად Nike-მა 2017 წლის მარტ-მაისის თვეში £7 მილიარდი გამოიმუშავა, ანუ იმაზე მეტი ვიდრე "ჩელსიმ" მთელი 112 წლის განმავლობაში.

არენდების შესახებ

აქ უბრალოდ მარტივი ნებაა კონრეტული გუნდის, რომ ფეხბურთელი მისცეს არენდაში. ასეთ შეთანხმებებში რა თქმა უნდა გადამწყვეტია ფეხბურთელის ნება, თუ ის არაა თანახმა ან არ აკმაყოფილებს მას შემოთავაზებული პირობები არანაირი არენდა არ შედგება და მას ვერავინ ვერაფერს აიძულებს.

ხარჯები

ტრანსფერებზე ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა ხარჯი რაც ახასიათებს კიდეც ძირითად მას.

გუნდები უფრო მეტს ხარჯავენ ხელფასებითა და სხვადასხვა ბონუსებით. ფეხბურთელის შეძენისას გვაქვს შემდეგი შემთხვევა: მაგალითად გუნდმა შეიძინა ფეხბურთელი 40 მილიონ ევროდ 5 წლიანი კონტრაქტით. ეს თანხა გადახდილი იქნება არა მთლიანად, არამედ 8-8 მილიონად ხუთი წლის განმავლობაში.

სხვა მაგალითისთვის, "არსენალმა" ლაკაზეტი "ლიონიდან" 53 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა ისინი ამ თანხას მთლიანად ერთ წელში არ გადაიხდიან. მათ ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს რომ წელიწადში დაახლოებით 10.6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.
ამასთან გავითვალისწინოთ მისი ანაზღაურებაც, რომელიც 200 000 ფუნტს შეადგენს, რაც ზრდის საერთო ღირებულებას.

რატომ არ ხდება ფეხბურთელების გაცვლა ?

ზოგადად ფეხბურთელების გაცვლაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. თითქმის მსგავს მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ გალასისა და კოულის, იბრაჰიმოვიჩისა და ეტოოს, მატიჩისა და დავიდ ლუიზის გაცვლები, მაგრამ "სუფთა" გაცვლებს არავინ აწარმოებს, ამასთან უნდა აღვნიშნოთ და ვთქვათ რომ ლუკაკუსა და რუნის შემთხვევები არ იყო არანაირი გაცვლა.

ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი ისედაც რთული პროცესია და მეორე ფეხბურთელის დამატება ამ პროცესს სულ უფრო გაართულებს.

გაცვლისას საჭიროა მოლაპარაკებები გუნდებს,აგენტებს შორის, შეთანხმება ბონუსებზე,საერთო ღირებულებაზე, ანაზღაურებაზე და რა თქმა უნდა თვითონ ფეხბურთელების სურვილზე.

როგორ მუშაობს გამოსყიდვა ?

ხანდახან ხდება ისე, რომ როცა ფეხბურთელს კონტრაქტში უწერია კონკრეტული გამოსასყიდი თანხა, ხოლო გუნდი რომელიც მზადაა ამ თანხის გადასახდელად, ის მაინც ვერ იღებს ამ ფეხბურთელს. ამის მიზეზი გამოსყიდვის ორი სახეა: ფაქტობრივი და მეორადი.

ფაქტობრივი გამოსყიდვა ავალებს გუნდს გაყიდოს ფეხბურთელი სხვა გუნდში, თუ დაინტერესებულმა გუნდმა შეასრულა ყველა გათვლილი მოთხოვნა. ამასთან ფაქტობრივი გამოსყიდვა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგალითად შესაძლოა რომ გამოსასყიდი თანხა საკუთარ ჩემპიონატში მონაწილე ანუ კონკურენტი გუნდისთვის მეტი იყოს, უცხო ქვეყნის გუნდისთვის კი ნაკლები, პრემიერ ლიგაში მონაწილე გუნდმა კი ხელშეკრულებაში ჩადოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პრემიერ ლიგაში მონაწილე გუნდს უფლება არ აქვს აამოქმედოს გამოსყიდვის უფლება.

მეორადი გამოსყიდვა კი გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული წინადადების მიღების შემდეგ მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.

წყარო: Independent
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: rachinsky
19 ივლისი 2017 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
Bichebo magrad mgonia ro verati daideba. Raiola gaxda magis agenti. Raiolastvis manchesteri imena pulis sachreli manqanaa da ar gamazavs mag ponts
1
№2
ავტორი: dybbuk
20 ივლისი 2017 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: rachinsky
Bichebo magrad mgonia ro verati daideba. Raiola gaxda magis agenti. Raiolastvis manchesteri imena pulis sachreli manqanaa da ar gamazavs mag ponts

ჰო მეც წავიკითხე სქაიზე დაიწერა, ეგ ტრანსფერიც თუ მოაყომარა რამდენიც გინდა აგინოს ფერგიუსონმა( საგინებელია მაგრამ მაინც:D) მაგრად გამისწორდება
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივლისი 2017 00:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან კაი სტატიაა, მაისურებზე მეც ეჭვი მქონდა რო უშუალოდ გუნდი არ იღებს მაქედან თანხანს და ახლა უკვე დავრწმუნდი :D
1
№4
ავტორი: pogba.
20 ივლისი 2017 00:49
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ვერატი არამგონია ბარსას სტილის ფეხბურთელია ზუსტად და სასწაული რო მოხდეს და აქ მოვიდეს მგონია როოო ძვლებში დაამტვრევენ პირველივე თაამაშში
0
№5
ავტორი: LETO
20 ივლისი 2017 04:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Esec Ase axla vnaxav vin vis jobia ro gamilanzget fexburteli, ogon ar iyos mere imas azari yavs da pedro yavs flangebidano
0
№6
ავტორი: ikeoni
20 ივლისი 2017 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor Sainteresoa
0
№7
ავტორი: MU2016
20 ივლისი 2017 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
უღრმესი მადლობა სტატიის ავტორს. ძალიან ბევრს შრომობ და ძალიან მაგრადაც გამოგდის. ყოველთვის გამართული და ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრია შენს სტატიებშიც და კომენტარებშიც. შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის ;)))


P.S. RojoDiablo სად დაგვეკარგა ხომ არ იცით?
0
№8
ავტორი: Manstark_United
20 ივლისი 2017 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ფაბინიო და პერიშიჩი მოვლენ ალბათ love
0
№9
ავტორი: Tyeshela
20 ივლისი 2017 10:27
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
უდიდესი პატივისცემა ჩემგან ბრო. საღოლ, მაგარი ხარ.
0
№10
ავტორი: Dato Sirabidze
20 ივლისი 2017 11:54
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: MU2016
უღრმესი მადლობა სტატიის ავტორს. ძალიან ბევრს შრომობ და ძალიან მაგრადაც გამოგდის. ყოველთვის გამართული და ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრია შენს სტატიებშიც და კომენტარებშიც. შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის ;)))


P.S. RojoDiablo სად დაგვეკარგა ხომ არ იცით?

მადლობა ყველას... რაც შეეხება როხოდიაბლოს დაბრუნდება სავარაუდოდ სექტემბერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top