თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2017, 15:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3840,
კომენტარები: 13
ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი
რომელუ ლუკაკუსა და ჰარი კეინის შედარება.
ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი
ჯეი ესკემი დეტალურად გვთავაზობს რომელუ ლუკაკუსა და ჰარი კეინის შედარებას, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

დარტყმის ზონა

დარტყმის ზონა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს დარტყმის შედეგიანობას. ის თავის თავში მოიცავს დარტყმის კუთხეს და ბურთსა და კარებს შორის მეტოქე გუნდის ფეხბურთელების რაოდენობას.

ჰარი კეინი

მოდი შევხედოთ რომელი პოზიციებიდან ურტყამდა კეინი და რომელ შემთხვევებში გამოდგა მისი დარტყმა შედეგიანი.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


ზემოთ სურათზე მოცემულია ყველა ის დარტყმა, რომელიც კეინმა გასულ სეზონში განახორციელა. დარტყმების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო განხორციელებული საჯარიმოს გარედან ან მის სიახლოვეს. საჯარიმოს შიგნით მარჯვენა მხარეს ჩვენ ვხედავთ ბევრ წითელ ბურთულას და ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან მემარჯვენე ფეხბურთელი საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ცდილობს შესვლას რომ დარტყმა თავისი ძლიერი,საყვარელი ფეხით განახორციელოს.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


თუ ჩვენ მხოლოდ გატანილ გოლებს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ კეინს გოლების დიდი რაოდენობა მარჯვენა ზონიდან აქვს გატანილი.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


29 გოლიდან ინგლისელმა 20 მარჯვენა ფეხით გაიტანა, 7 მარცხენა ფეხით, 2 კი თავით. კეინმა 71 დარტყმა განახორციელა მარჯვენა ფეხით, 26 მარცხენა ფეხით, 13 კი თავით. ასეთ შემთხვევაში დარტყმების 28% გამოდგა ზუსტი მარჯვენა ფეხით დარტყმისას, 27% მარცხენა ფეხით და 15% თავით დარტყმისას.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


ზემოთ სურათზე ბურთის განლაგებაა ნაჩვენები მაშინ, როცა ის უკვე კარის ბადეში აღმოჩნდა. როგორც ხედავთ უმეტეს შემთხვევაში ბურთი კარის მარცხენა დაბალ კუთხებში აღმოჩნდა. შეგვიძლია დავასკვნათ რომ ის დარტყმის დროს აბსოლუტურადაა დარწმუნებული და ბურთს მეკარისგან დაბალ კუთხეში უშვებს, ხან მარჯვნივ ხან კი მარცხნივ.

რომელუ ლუკაკუ

სურათზე მოცემულია ლუკაკუს მიერ გასულ სეზონში განხორციელებული დარტყმები.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


სურათზე კარგად ვხედავთ, რომ ბელგიელი ძირითად საჯარიმოს შიგნიდან ურტყამს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი მემარცხენეა, ის დარტყმების უმეტეს ნაწილს საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ანხორციელებს.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


ამ სურათზე თქვენ ლუკაკუს მიერ გატანილ გოლებს ხედავთ. ნათლად ჩანს, რომ ბელგიელს თითქმის ყველა გოლი საჯარიმოს შიგნიდან აქვს გატანილი. საჯარიმოს გარედან მის ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლია, მაშინ როცა კეინს საჯარიმოდან 4 გოლი აქვს გატანილი.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


როგორც მოსალოდნელია ლუკაკუს ყველაზე მეტი გოლი მარცხენა გოლით აქვს გატანილი, ამასთან მას ბევრი გააქვს თავითაც. 2016/17 სეზონში კეინს 13 თავური დარტყმიდან მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა, ლუკაკუს კი 18 დარტყმიდან 6.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


თუ ამ ფოტოს დავაკვირდებით, რომელზედაც ის ზონებია მოცემული სადაც ლუკაკუმ გოლი გაიტანა გაგვიჭირდება რომელიმეს გამოყოფა. მას მარცხენა მაღალი კუთხის გარდა თითქმის ყველგან აქვს გატანილი გოლი.

გადაადგილება

ჰარი კეინი

გადაადგილება, კერძოდ მცირედი თავისუფალი ადგილის პოვნა დარტყმის განსახორციელებლად კეინის წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. ქვემოთ მოყვანილ სამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ გააქვს მას სამი გოლი იმ თავისუფალი ზონებიდან, რომელი ზონებიც მან თვითონ გაითავისუფლა.



ვიდეო ასევე გვეხმარება შევამჩნიოთ, რომ კეინი თავისუფალი ზონისკენ სწორ დროს მიემართება და ის ზუსტად ანხორციელებს მაქსიმალურად სახიფათო დარტყმებს. მისი მთავარი პლიუსი მხოლოდ გადაადგილება არ არის, მას კარგად გამოსდის მოთმენა, მომენტის შერჩევა და სწორ დროს აჩქარება.

რომელუ ლუკაკუ



ლუკაკუს გადაადგილებისას აღსაღნიშნავია მისი შესაძლებლობა და მოხერხებულობა ნახოს მცირედი მომენტი და თავისუფლება დარტყმის განსახორციელებლად. ის ხშირად მიიწევს იმ ზონისკენ სადაც შესაძლებელია ბურთის მიღება, შემდეგ კი მცველების მოტყუებით დარტყმის განხორციელება. მისი ფიზიკური სიძლიერე ეხმარება მას თანაგუნდელებთ ერთბაშად რამდენიმე მეტოქის ფეხბურთელი ჩამოაცილოს და მათ სივრცე გაუთავისუფლოს.

სხვა ფაქტორები

ლუკაკუ ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის უფრო სუსტ გუნდში ასპარეზობდა, საპირისპიროდ კი ჰარი კეინი ჩემპიონატის მეორე ადგილზე გასულ გუნდში გამოდიოდა. "ტოტენჰემმა" საოცარი სეზონი ჩაატარა, მათ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს და ყველაზე ნაკლები გაუშვეს.

პრემიერ ლიგის ორი ყველაზე საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი ასევე "ტოტენჰემის" რიგებში ასპარეზობს. კრისტიან ერიქსენისა და დელე ალის ანგარიშზე ჯამში 22 საგოლე გადაცემაა. საპირისპიროდ "ევერტონში" საუკეთესო მეპასეებს, კევინ მირალიასსა და როს ბარკლის ანგარიშზე ჯამში 9 საგოლე გადაცემაა და აქ სხვაობა თვალსაჩინოა.

გატანილი გოლების მნიშვნელობა

ამ ასპექტი ფეხბურთელებს შორის განსხვავება ნაკლებადაა. 90 წუთის განმავლობაში გატანილი გოლებით კეინი ლუკაკუს სჯობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისელი ბელგიელზე უკეთესია ან გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ლუკაკუ. მოდი ერთად შევხედოთ, თუ როდის გაიტანეს მათ გოლი თავიანთი გუნდებისთვის.

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


სტატისტიკის თანახმად 34% შემთხვევაში კეინმა მაშინ გაიტანა გოლი როცა მის გუნდს შეხვედრა 2+ გოლის სხვაობით მიჰყავდა. კეინს არ გაჰქონდა მაშინ, როცა მისი გუნდი 2 ან მეტი გოლით აგებდა შეხვედრას (უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები წელს იშვიათი იყო). ლუკაკუმ გოლების 13% გაიტანა მაშინ, როცა გუნდი 2 ან მეტი გოლის სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა მისმა გოლებმა გუნდი მარცხს მაინც ვერ გადაარჩინა.

საერთო შედარება

ანალიზი: რომელუ ლუკაკუ VS ჰარი კეინი


თუმცა კი ფეხბურთელებს შორის დიდი განსხვავება არაა, მაგრამ გასულ სეზონში კეინი უკეთესი ფეხბურთელი იყო. ამას დრო გვიჩვენებს შეძლებს ლუკაკუ უმაღლეს დონეზე უმაღლეს გუნდში თამაშს თუ ვერ შეძლებს, შეძლებს თუ არა ის გაუმკლავდეს წნეხს და იყოს გუნდის მთავარი გოლეადორი, თუმცა ფაქტია ის დიდი ტალანტის ფეხბურთელია და მას ყველაფერი შეუძლია.

ჰარი კეინი უკვე ელიტის წარმომადგენელია. მან ბოლო სამ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა. დღეს არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ კეინი საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელია. თუ ის ამ დონეზე თამაშს გააგრძელებს, დაეხმარება "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგის მოგებაში, ამასთან გაიუმჯობესებს სტატისტიკას ევროთასებზე, მაშინ მის ყოფნას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ხელს აღარაფერი შეუშლის.

წყარო: Outsideoftheboot.com
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gigi_ryan
19 ივლისი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ესეიგი ლუკაკუ უფრა დაბალანსებულია,კაია მერე
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 ივლისი 2017 16:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემთვის კეინი დარჩება ფავორიტად
1
№3
ავტორი: Iunaitedi
19 ივლისი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Keins vervitan
0
№4
ავტორი: LM10
19 ივლისი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ვნახოთ ვინ როგორ სეზონს ჩაატარებს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2017 16:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მადლობა დათო კარგი სიახლეა, რაც შეეხება ლუკაკუს და კეინს, გადაჭრით ვერაფერს იტყვი, გემოვნების ამბავია, აწი კიდე უფრო გამოჩნდება რომელი უფრო სარგებლის მომტანი ფორვარდია
1
№6
ავტორი: ikeoni
19 ივლისი 2017 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
ჩაუდებს წელს ყველას რომელუუ
0
№7
ავტორი: გრიზმანი 7
19 ივლისი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ლუკაკუ იმენა ტანკია კეინიც მაგარია მაგრა მევასებააა
0
№8
ავტორი: krekera
19 ივლისი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
საღოლ დავით კარგად გიშრომია ძმაო :)
1
№9
ავტორი: kobinio
19 ივლისი 2017 17:36
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კინმა ევროპაზე რა ითამაშა ვაფშე??? ზედმეტი ბარგი იყო გუნდის და მაგის გამო ცენზურაა შეტევამ.ვაფშე სასტარტოს ღირსიც არ იყო.გასულ სეზონსაც ვერ ვიტყოდი რო წარმატებული ქონდა.მე პირადად ლუკაკუ მირჩევნია.შრომისმოყვარე ლოკომოტივია
0
№10
ავტორი: lefty
19 ივლისი 2017 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ცოტა უფრო კეინისკენ ვიხრები,მაგრამ კეინს ალი ყავდა უკან.ტიპი უკვე მსოფლიოს საუკეთესო 10-ინი დადგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top