დღეს გამთენიისას "მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. "წითლები" ამჯერად იუტას შტატში "რეალ სოლტ ლეიქს" დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებმა პირველი გოლი გაუშვეს მათ მაინც შეძლეს თამაშის მოგება. ჰენრიხ მხითარიანისა და რომელუ ლუკაკუს სადებიუტო გოლების წყალობით "იუნაიტედმა" საბოლოოდ ანგარიშით 2:1 იმარჯვა.