კრიშტიანუ რონალდუ სუპერ თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
Marca იტყობინება, რომ "რეალი" რონალდუს არდადეგებს გაუხანგრძლივებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ რონალდუს კონფედერაციის თასზე მოუწია ასპარეზობა და პორტუგალიელს დასვენება სჭირდება. რონალდუ "რეალ მადრიდს" ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" გასამართ მატჩებში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 8 აგვისტოს ჩაატარებს "რეალ მადრიდთან" შეხვედრას. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ჟოზე მოურინიომ გამორიცხა რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება და განაცხადა, რომ კრიშტიანუს შეძენა შეუსრულებელი მისიაა.