"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა პერისიჩის შეძენის მიზნით, "ინტერს" ერთდროულად გუნდის ორი დამცველი, კრის სმოლინგი და მატეო დარმიანი დაუთმოს. შეგახსენებთ, რომ მილანურმა გუნდმა ხორვატის სანაცვლოდ, ალბიონელებს ტრანსფერში ენტონი მარსიალის ჩართვა მოსთხოვეს, რაზეც ჟოზე მოურინიოსგან მკაცრი უარი მიიღეს.
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი მზად იყო შელეოდა პერსისჩს, თუ კი ინგლისური გრანდი 47 მილიონს ან ენტონი მარსიალს ჩართავდა გარიგებაში, ეს მოთხოვნა ინგლისური მხარისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ "იუნაიტედი" მზადაა იტალიელებს ახალი წინადადებით მიმართოს. ისინი მზად არიან პერისიჩის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს სმოლინგი და დარმიანი შესთავაზოს.
დარმიანი, რომელიც "იუნაიტედს" ორი წლის წინ, იტალიური "ტორინოდან" £12.7 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, "ინტერის" ყურადღების ცენტრში აქამდე არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ ამ ზაფხულს იტალიური გუნდის ახალ ბოსს, ლუჩაინო სპალეტის "რეალიდან" დანილოს ყიდვა აქვს განზრახული. რაც შეეხება სმოლინგს, მისი შეძენის მთავარ ფავორიტად "არსენალი" სახელდება.