თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2017, 19:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 7
მოურინიო რეშფორდსა და ლუკაკუს ერთად ათამაშებს
მოურინიო ახალგაზრდა ფორვარდების წყვილს გამოიყენებს.
მოურინიო რეშფორდსა და ლუკაკუს ერთად ათამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუსა და მარკუს რეშფორდის კავშირის გამოსაყენებლად მზად არის.

მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიოს ერთი თავდამსხმელის გამოყენებით შექმნილი სქემისთვის არ უღალატია, მაგრამ ლუკაკუს შეძენამ და რეშფორდის საგრძნობმა პროგრესმა მას ახალი შესაძლებლობები მისცა.

ამერიკულ ტურნეზე "ლოს-ანჯელეს გელექსის" წინააღმდეგ რეშფორდის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ მოურინიომ მიანიშნა, რომ ახალ სეზონში ორი ფორვარდითაც შეიძლება ითამაშოს.

"დღეს რეშფორდმა და ლუკაკუმ სხვადასხვა შემადგენლობაში ითამაშეს, მაგრამ მათ ერთად გამოყენებასაც ვეცდებით. ვფიქრობ, ასეთი ვარიანტი გაამართლებს.

გასულ სეზონში მარკუსს მუდმივი პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეძლო, რამაც მის განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

ძალიან მონდომებულია, ბევრის სწავლას ცდილობს და საქმეს შესანიშნავად უდგება.

გასულ სეზონში იყო პერიოდი, როცა გოლი ვერ გაჰქონდა და მომენტებს ვერ იყენებდა, მაგრამ ასეთი დრამატიზება არ იყო საჭირო. ეს მხოლოდ განვითარების პროცესია. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში უფრო მეტს გაიტანს",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 ივლისი 2017 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
3 მცველზე გადავა დიდი ალბათობით და ლუკაკუ-რეშფორდის დუეტი დადეგება წინ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2017 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რეშფორდისგან ამ სეზონში უფრო მეტს ველით, ნუ ლუკაკუზე აღარ ვამბობ
0
№3
ავტორი: გრიზმანი 7
16 ივლისი 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
მსგარი იქნება ერთი ტანკი და მეორე რეაქტიულიი ამათი დუეტი მაგარი იქნება
0
№4
ავტორი: shotkin
16 ივლისი 2017 20:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
საინტერესოა მარსიალს როგორ გამოიყენებს
0
№5
ავტორი: nugo-nugo
16 ივლისი 2017 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ფანტასტიკა დუეტი იქნება და ამ დუეტის დიდი იმედი მაქვს პლიუს მარსიალი
0
№6
ავტორი: ikeoni
16 ივლისი 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian magari dueti iqneba❤️
0
№7
ავტორი: გრიზმანი 7
16 ივლისი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
რეშფორდი ლუკაკუ
მარსიალი მხითო
პოგბა ერერა
შოუ ლინდელფ ბააი ვალენსია
დეხეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top