"ლოს-ანჯელეს გალაქსისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდგომ ანდერ ერერას ჟურნალისტებმა "ბარსელონას" შესახებ ჰკითხეს, რაზედაც ესპანელმა უპასუხა, რომ ის არსად აპირებს წასვლას.
"ბარსელონაში" გადასვლა ? ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. "იუნაიტედში" ძალიან ბედნიერი ვარ, ვგრძნობ აქ ჩემს მნიშვნელობას და იმას რომ აქ მაფასებენ. ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით და ვემზადებით დიდი გამოწვევებისთვის, ამასთან ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელმაც იცის თუ როგორ მიგვაღწევინოს წარმატებას."
ერერამ მოკლე კომენტარი მორატას შესახებაც გააკეთა: "რა თქმა უნდა მინდოდა რომ მორატას ჩემთან ერთად ეთამაშა, გუნდები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და ის ახლოს იყო ჩვენთან გადმოსვლასთან. ცუდია რომ ის ჩვენთან არ იქნება, მაგრამ მას წარმატებებს ვუსურვებ."