თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2017, 13:12
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2627,
კომენტარები: 8
ჟოზე მოურინიო: "ამ ფორმაციით კიდევ ვითამაშებთ"
ჟოზე დღევანდელი მატჩის შემდგომ.
ჟოზე მოურინიო:
"ლოს-ანჯელეს გალაქსისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც შემდეგ თემებზე ისაუბრა:

პოზიტიური დასაწყისი

"კარგი თამაში იყო, ამასთან ტრავმებიც არ გვაქვს თუ ფოსუ-მენსას არ ჩავთვლით. პირველ რიგში ჩემთვის მთავარი იყო ფეხბურთელებს მიეღოთ სათამაშო პრაქტიკა, შემდეგ მენახა თუ როგორ ითამაშებდნენ ისინი იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ გასულ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩავატარეთ. ამ სისტემაზე ჩვენ ბოლო 2 დღეა რაც ვმუშაობდით და საკმაოდ კმაყოფილი ვარ მიღწეული პროგრესით."

"გალაქსი" კარგი მოწინააღმდეგეა

"მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს დღეს გამარჯვებაზე არ უთამაშია, მას უბრალოდ სურდა ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო და გამოცდილება მიეცა. როგორც ჩვენ მათაც ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. მეორე ტაიმში მათ შემადგენლობაში უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გამოჩდნენ და ჩვენც თამაში უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ რომ 5-2 მათ ისე ადარდებთ როგორც ჩვენ, შედეგი აქ მნიშვნელოვანი არ არის. ეს იყო შესანიშნავი ვარჯიში და მე "გალაქსისა" და მის ფეხბურთელებს მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კარგი შესაძლებლობისთვის."

3 მცველით თამაში

"5 დღეა რაც ვვარჯიშობთ. ამ სისტემაზე სადღაც 4 საათი ვიმუშავეთ და მე ძალზედ კმაყოფილი ვარ. ჩვენ კიდევ მოგვიწევს ამ სქემის დამუშავება. გასულ სეზონში ამ სქემით ორი მატჩი ჩავატარეთ "როსტოვის" წინააღმდეგ. ახალ სეზონში კი კვლავ მოგვიწევს ამ ფორმაციით თამაში და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

ლუკაკუს თამაში

"რუნის და ლუკაკუს შედარება არაკორექტულია, რადგანაც ჩვენთან რუნი არ ყოფილა თავდამსხმელი. ლუკაკუ ყოველთვის კარისკენ იყურება, მას კარგად შეუძლია მცველებთან ზურგით თამაში. ლუკაკუ გუნდის მთავარი მიზანი და ადრესატია, მასთან ბოლო გადაცემა უნდა მივიდეს. ის ძალზედ სწრაფია, არ არის ეგოისტი და თამაშობს გუნდზე, მან ეს ყველაფერი დღეს კარგად მაჩვენა."

რაშფორდის პროგრესი

"რაშფორდი ბუნებრივად ვითარდება. ყველამ იცის რომ ახალგაზრდა ადამიანის სხეული იცვლება. ის 3 სანტიმეტრით გაიზარდა ჩემი აქ მოსვლის შემდეგ 13 თვის წინ. მის სხეულს თუ დააკვირდებით ნახავთ რომ ის ფიზიკურადაც მომძლავრდა, მაგრამ რა თქმა უნდა მისი მთავარი კოზირი სისწრაფეა. დღეს მას და ლუკაკუს ერთად არ უთამაშიათ, თუმცა ვაპირებთ მათ ერთად თამაშსაც, რადგანაც ვფიქრობ რომ ისინი ერთად კარგად ითამაშებენ."

რაშფორდი გოლებს გაიტანს

"გასული სეზონის ამ პერიოდში ჩემზე ბევრს ამბობდნენ, რომ მე მას ვერ გამოვიყენებდი, მაგრამ საბოლოოდ ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და ამან რა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია მის განვითარებაზე. რაშფორდმა ევროპა ლიგაზე ითამაშა მნიშვნელოვან მატჩებში, მან ბევრი ისწავლა და ბევრსაც სწავლობს. ის შესანიშნავი პროფესიონალია, რაც მთავარია მარკუსი საქმეს სწორად უდგება. გასულ შეიძლება მას ბევრი გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ეს განვითარების ერთ-ერთი ნაწილია. დარწმუნებული ვართ რომ წელს ის უფრო მეტ გოლს გაიტანს."

კაპიტანი მაიქლ ქერიქი

"ვიცე კაპიტანი ჩვენ არ გვყავს, ჩვენ გვყავს კაპიტანი და ეს სავსებით საკმარისია. მე არ მომწონს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც კაპიტანი არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე დიდხანს იმყოფება. თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები რომლებიც უნდა მოემზადონ ამ როლისთვის, რადგანაც მაიკლი გუნდის კაპიტანი იქნება 1 წელს, შესაძლოა 2 წელსაც, ეს მასზეა დამოკიდებული თუ როგორ იგრძნობს ის თავს მომავალში. თუმცა წელს მხოლოდ 1 კაპიტანი გვეყოლება."

წყარო: MANUTD.COM
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
16 ივლისი 2017 13:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკაკუს ჰქონდა ერთი 100% მომენტი, კარგადაც დაარტყა თითქოს, მაგრამ მეკარემ ძაან კარგი სეივი გააკეთა, პასებს კარგად აკეთებს და ძაან ძლიერია. ნუ ჯერ დასაწყისია ვერაფერს იტყვი.

ლინდელოფმა მაგარი რეიდი გააკეთა და შეტევაში უფრო პროდუქტიული მომეჩვენა ეს ბიჭი. შეცდომებზე არაფერს ვიტყვი, არ ღირს ახლა გამოკიდება.

მარსიალი, რეშფორდი, ლინგარდი, მატა, მხითო ძაან კარგი იყო, რთული არჩევანის წინაშე იქნება ჟოზე.

ყველაზე მეტად ველოდებოდი პერეირას გამოსვლას, ოღონდ არა საყრდენ ნახევარმცველად, რაც მისი საქმე ნამდვილად არაა. ასეთი ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი, ასე ღრმად რატო უნდა დააყენო, იქაც კი აჩვენა თავისი კლასი, მაგრამ ჩამშლელად ნამდვილად დაიჩაგრება, კარგი ფეხბურთელია ეს ბიჭი, არაა გასაშვები, გვჭირდება ეგეთი კრეატიული შემქმნელი ბიჭები.

შემდეგ თამაშებზე იმედია სხვა პოზიციას მისცემს. და 3-5-2 ტაქტიკაზე რეშფორდი-მარსიალის დუეტს სიამოვნებით ვიხილავდი შეტევაში.

საინტერესო ტაქტიკაა, მგონია რომ უფრო მეტადაა გუნდზე მორგებული. ცენტრდეფები ოხრად გვყავს, 3 მცველით თამაში საყრდენის პრობლემასაც დააბალასებს. და ორი ნახევარმცველი და მათ ზევით 10-იანი საინტერესო იქნება ჩემი აზრით.

ამ ფორმაციაში მარცხენა ფლანგზე პერიშიჩი იდეალურად მოერგება გუნდს. ორი ცხენი გვეყოლება აქეთ-იქეთ და მართლა სერიოზული კონკურენცია იქნება, ყველა პოზიციაზე, რაც ძალიან კარგია გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის.
0
№2
ავტორი: ikeoni
16 ივლისი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ertad imena Magari iqneba lukaku markusi❤️
0
№3
ავტორი: levionok
16 ივლისი 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ძალიან დიდი სურვილი მაქვს 2 თავმდამსხმელით ითამაშოს ეს იქნება 3-5-2 თუ 4-4-2 ორივეს მომხრე ვარ,როგორც მივხვდი ასე უნდა ათამაშოს გუნდი და მაგიტომაც იკლავს თავს პერისიჩზე შემქმნელები ბევრი გვყავს,მარისლი ეგოისტობს ძალიან და წესით უნდა ხვდებოდეს რომ მოუს ეს არ მოწონს,მითუმეტეს რომ ეს ამხანაგური თამაში იყო და გოლს ვინ გაიტანდა არ ქონდა დიდი მნიშვნელობა,კრეატივიც გვაქვს სიძლიერეც სიმაღლეც სისწრაფეც,ვფიქრობ ძლიერი კოლექტივია შეყრილი,პოგბას ეს უცნაური პასები მთიშავს,ასეთი ფეხბურთელები ქმნიან ლამაზ თამაშებს და ლამაზ გოლებს
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
16 ივლისი 2017 13:50
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: JuanMata
ლუკაკუს ჰქონდა ერთი 100% მომენტი, კარგადაც დაარტყა თითქოს, მაგრამ მეკარემ ძაან კარგი სეივი გააკეთა, პასებს კარგად აკეთებს და ძაან ძლიერია. ნუ ჯერ დასაწყისია ვერაფერს იტყვი.

ლინდელოფმა მაგარი რეიდი გააკეთა და შეტევაში უფრო პროდუქტიული მომეჩვენა ეს ბიჭი. შეცდომებზე არაფერს ვიტყვი, არ ღირს ახლა გამოკიდება.

მარსიალი, რეშფორდი, ლინგარდი, მატა, მხითო ძაან კარგი იყო, რთული არჩევანის წინაშე იქნება ჟოზე.

ყველაზე მეტად ველოდებოდი პერეირას გამოსვლას, ოღონდ არა საყრდენ ნახევარმცველად, რაც მისი საქმე ნამდვილად არაა. ასეთი ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი, ასე ღრმად რატო უნდა დააყენო, იქაც კი აჩვენა თავისი კლასი, მაგრამ ჩამშლელად ნამდვილად დაიჩაგრება, კარგი ფეხბურთელია ეს ბიჭი, არაა გასაშვები, გვჭირდება ეგეთი კრეატიული შემქმნელი ბიჭები.

შემდეგ თამაშებზე იმედია სხვა პოზიციას მისცემს. და 3-5-2 ტაქტიკაზე რეშფორდი-მარსიალის დუეტს სიამოვნებით ვიხილავდი შეტევაში.

საინტერესო ტაქტიკაა, მგონია რომ უფრო მეტადაა გუნდზე მორგებული. ცენტრდეფები ოხრად გვყავს, 3 მცველით თამაში საყრდენის პრობლემასაც დააბალასებს. და ორი ნახევარმცველი და მათ ზევით 10-იანი საინტერესო იქნება ჩემი აზრით.

ამ ფორმაციაში მარცხენა ფლანგზე პერიშიჩი იდეალურად მოერგება გუნდს. ორი ცხენი გვეყოლება აქეთ-იქეთ და მართლა სერიოზული კონკურენცია იქნება, ყველა პოზიციაზე, რაც ძალიან კარგია გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის.

პერეირა ძაან დაკარგა გეთანხმები, შარშანაც ამხანაგურ მატჩში ჩამშლელად ათამაშა და არ ვიცი რატომ შვრება ამას, პერეირა ძაან მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელია,დრიბლინგიც აქვს და დარტყმაც, ძაან მიყვარს ეს ფეხბურთელი და იმედი მაქვს რომ წინ დიდი მანჩესტერული კარიერა ექნება, სისტემას რაც შეეხება დღეს ეს სისტემა ყველაზე თანამედროვეა, ბევრი თამაშობს და თქვა კიდეც რომ წელს იქნება მატჩები სადაც ითამაშებს ამ სისტემით, მაგრამ მთავარი ფორმაცია მაინც 4-2-3-1 იქნება, 3-5-2 ში მართალია, პერიშიჩი ძაან წაადგება გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: Manstark_United
16 ივლისი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
3-5-2 მაინცდამაინც? 3-4-3 ცუდი იქნებოდა?!
-------------მარსიალი---ლუკაკუ---რაშფორდი--------------
-პერისიჩი-----------პოგბა------ერერა-------------ვალენსია-
-----------------ბაილი--^დაიერი^--ლინდელოფი----------
------------------------------დე ხეა--------------------------------
ძალიან მაგრად მოერგება გუნდს (თუ რა თქმა უნდა პერისიჩი მოვა,თუ არადა მარცხენა ფლანგი დაიკარგება,არავინ გვყავს ისეთი მთელი მარცხენა ფლანგი რო ჩაიბაროს) დაიერი,ხან ჩამშლელად ითამაშებს და პოგბას და ერერას მიეხმარება,ხან ცენტრალურ მცველად.
შემტევ ტრიოს რაც შეეხება,მარსიალი ლუკაკუ და რაშფორდი ერთად ძაან მაგარი იქნება ჩემი აზრით. არ ვიცი რამდენად დააკვირდით,მაგრამ მარსიალი არ არის სუფთა ცხრიანი,მარცხნიდან შედის ყოველთვის და რაშფორდი პირიქით,ზუსტად იგივეს აკეთებს ოღონდ მარჯვნიდან. რა გამოდის? არცერთი ვინგერი არაა,მაგრამ არც ცხრიანი. მარსიალი LF , რაშფორდი კი RF. სუფთა ცხრიანის ფუნქციას კი ლუკაკუ შეასრულებს. love
0
№6
ავტორი: dzia_David
16 ივლისი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კონკურენცია იზრდება გუნდში და ეს კარგია. წინა ხაზში ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა შეტევითი პოტენციალი იზრდება გუნდის აშკარად, ფეხბურთელების პროგრესიდან გამომდინარე. წელს ყველა ველით უკვე რეშფორდი მარსიალისგან კარგ შედეგებს და იმედია გუნდის ფორმაციიდან გამომდინარე მიეცემათ საკმარისი დრო. ლუკაკუ რეშფორდის დუეტით თამაში მართლა კარგი იქნება.

პ.ს.
ბოლო გოლზე 100 მილიონიანი პასი გააკეთა პოგბამ manunited hi2
1
№7
ავტორი: gega23
16 ივლისი 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
Miki amoagdet?tu ra xdeba?dzalian magaria.mancheshi yvelaze kargi driblingi aqvs.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2017 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ თამაშში 4-3-3 ან 4-4-2 რო გამოცადოს კარგი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top