"ლოს-ანჯელეს გალაქსისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდგომ ჟოზე მოურინიოს ესპანელმა ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰკითხეს, რაზედაც პორტუგალიელმა უპასუხა რომ რონალდუს დაბრუნება შეუძლებელია.
"რონალდუ "რეალისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისა ვიფიქროთ, რომ კრიშტიანუს შეუძლია გუნდის დატოვება. ასე რომ მე არ მაქვს იმის დრო, რომ ხელმძღვანელებს დავავალო იმ ფეხბურთელების შეძენა, რომელთა მოყვანაც შეუძლებელია. რონალდუს შეძენა შეუსრულებელი მისია და უბრალოდ დროის ტყუილი ფლანგვაა."
ჟოზეს სანჩესზეც ჰკითხეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ სანჩესისადმი ინტერესის შესახებ არაფერი იცის.