ალექსის სანჩესი აცხადებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში.
Radio Sport Chiles -თან საუბრისას სანჩესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, ველოდები "არსენალის" პასუხს. მე ჩემპიონთა ლიგაში მსურს თამაში. ბავშვობიდან ვოცნებობ ამ ტურნირის მოგებაზე."
შეგახსენებთ, რომ ჩილელით დიდ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "მიუნხენის ბავარია" იჩენენ. ჩილელი სუპერვარსკვლავის სახელს ასევე უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედსაც".