ახალი სეზონის დაწყების წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აქტიურად ცდილობს გუნდის ნახევარდაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას. მისი ახალი დაინტერესება "ანდერლეხტის" 22 წლის მოთამაშე ლეანდერ დენდონკერია.
"წითელმა ეშმაკებმა" გასულ თვეში, ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორცელეს, "ბენფიკადან" მათ ვიქტორ ლინდელოფი 35 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმეს. ამ რამოდენიმე დღის წინ კი. "ევერტონიდან" რომელო ლუკაკუ 75 მილიონის სანაცვლოთ დაიმატეს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა გრანდმა უკვე 100 მილიონზე მეტი დახარჯა, ჟოზეს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია გუნდის გაძლიერება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ახალი დაინტერსება "ანდერლეხტის" ნახევარმცველი ლეანდერ დენდონკერია. ახალგაზრდა ნახევარმცველმა პორტუგალიელის მოხიბვლა მაშინ მოახერა, როდესაც მისი გუნდი "იუნაიტედს" ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში შეხვდა. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის 1:1 დამთავრდა, ბელგიელთა მხრიდან გოლის გატანა სწორად ლენდერმა მოახერხა. საპასუხო შეხვედრაში კი, რომელიც ინგლისური გრანდის გამარჯვებით დასრულდა, ბელგიელმა 120 წუთი ითამაშა.
გასულ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში, დენდონკერმა 40 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.